Frieze New York ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობაა, რომელიც ყოველწლიურად თანამედროვე, უცნობი და ძალიან ცნობილი არტისტების შემოქმედებას წარუდგენს საზოგადოებას. 

 

 

წლევანდელ ბაზრობაზე გამოფენენ თანამედროვეობის ყველაზე მნიშვნელოვან ხელოვანთა ნამუშევრებს.

 

 

Frieze New York 2022-ზე რამდენიმე პანელი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც ამა თუ იმ ნიშნით გააერთიანებს არტისტებს. მსოფლიო ხელოვნების პიონერთა პანელზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მხატვრის, პოეტისა და არტ-კრიტიკოსის, კარლო კაჭარავას ნამუშევრებიც. 

 

 

გარდა ამისა, წლევანდელ ბაზრობაზე შესაძლებელი იქნება ნიუიორკელ არტისტთა რეტროსპექტივისა და ცნობილი ამერიკელი მხატვრების ნამუშევრების ნახვა.

 



საინტერესოა უშუალოდ ექსპოზიციის ფორმატიც - თითოეული არტისტი წარმოდგენილი იქნება ინიდივიდუალურ კაბინაში, რაც დამთვალიერებელს საშუალებას მისცემს, უდიდეს ბაზრობაზე პერსონალური გამოფენებიც დაათვალიეროს. 

 

 

ბაზრობა 18 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით ნიუ-იორკში გაიმართება.

 

 

 

ფოტო: Frieze, Modern Art, Artsy, The New York Times

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე