დღეიდან ფოტოგრაფი და კინორეჟისორი  ტაილერ მიჩელი 24 საათის განმავლობაში ონლაინ რეჟიმში გვიჩვენებს შერჩეულ ფილმებს თემაზე - Americana/I Can Make You Feel Good.

ფესტივალზე, რომელსაც Night at the Cinema ეწოდება, მიჩელი სრულმეტრაჟიან და მოკლემეტრაჟიან ფილმებს, მუსიკალურ ვიდეოებს, ინტერვიუებს და ინტერნეტში არსებულ სხვადასხვა სახის კონტენტს წარმოგვიდგენს. ფესტივალზე საჩვენებელი ფილმებიდან ჯერჯერობით ცნობილია - “ყბები” (1975), “ღამეები ბუგის სტილში” (1997), “კარგი ბურგერი” (1997), “შეიძლება თქვენ მეძებდით” (1994), “მოგზაურობა ამერიკაში” (1988), “გოგონების მოგზაურობა” (2017) და სხვა.

 

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

The perfect Quarantine date night. Here's the schedule for tonight's 𝒩𝒾𝑔𝒽𝓉 𝒶𝓉 𝓉𝒽𝑒 𝒞𝒾𝓃𝑒𝓂𝒶 which goes live tonight at 7PM ET. So excited we've added amazing films by Arthur Jafa, Leilah Weinraub, Kahlil Joseph, Shirin Neshat and Solange. Thank you to the directors who have lended their work to this virtual experiment. I will go off book. And I will throw in surprises. Let's have some fun tonight. See you soon.

A post shared by Tyler Mitchell (@tylersphotos) on


თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ჩამოთვლილი ფილმების ჩვენება რეალურ სივრცეში გამართულიყო, თუმცა მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო ფესტივალმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. ფესტივალის ონლაინ რეჟიმში აუდიტორიის მეტი ჩართულობისთვის დამატებული იქნება სასაუბრო ჩატიც. 

„ყოველთვის მინდოდა მუზეუმების ფიზიკური საზღვრები გამერღვია და მათ საქმიანობაში ჩართულობა 

ნებისმიერისთვის ხელმისაწვდომი გამეხადა, - ამბობს მიჩელი. - მანამ სანამ ყველანი სახლში, კომპიუტერის ეკრანებს ვუსხედვართ, Night at the Cinema ამ მიზნისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია. ეს ყოველივე ემსახურება ადამიანთა ერთობის შექმნას, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს კარგი ფილმების ყურება“.


ონლაინ პლატფორმები დიდი ხანია მიჩელის პროფესიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ, - დაწყებული Tumblr-ზე განთავსებული ფოტოებიდან, რომლებმაც  შთააგონეს შეექმნა თავისი ვიზუალური სამყარო, დამთავრებული სოციალური მედიით, მეგობრებთან, გულშემატკივრებთან და თანამშრომლებთან საკომუნიკაციოდ. თავისი 2019 წლის მოკლემეტრაჟიანი ფილმის - Chasing Pink, Found Red-ის გასახმოვანებლად მიჩელმა მსოფლიოს მასშტაბით პროექტში ჩართული მოხალისეების ხმები გამოიყენა, რომლებიც მათ მიერ გამოცდილ მიკროტრავმებზე საუბრობენ. ფოტოგრაფის უტოპიური ხედვა, რომელმაც გლობალურად არაერთი მიმდევარი მიიზიდა, Night at the Cinema-ს შემთხვევაში კიდევ უფრო გაამყარებს ამ განსხვავებული ადამიანების კავშირს. 

„მჯერა, რომ სხვადასხვა კულტურული ინტერესების გაზიარება არის ის, რაც ახლა საუკეთესო ერთობას შექმნის“, - ამბობს მიჩელი. 

მეტი ინფორმაციისთვის, თუ როგორ დარეგისტრირდეთ და ჩაერთოთ ფესტივალში, გადადით icmyfg.com.