18 მაისს პარიზში, კონსეპტ სთორ LECLAIREUR-ში ერთდღიანი ჯგუფური ექსპოზიცია იმართება, რომელშიც ქართველი ხელოვანი ნინო ჩუბინიშვილი, ჩუბიკა, მიიღებს მონაწილეობას. გამოფენას Monsters ეწოდება და მისი მიზანია, სხეულისა და სულის პარადიგმების კვლევა. ექსპოზიციას მოროკოული წარმოშობის ფრანგი კურატორი და არტისტი, ამინ ამარეში აწყობს. 

 

 

გამოფენაზე დამთვალიერებელი ჩუბიკას შემოქმედებასთან ერთად, ტაკაში მურაკამის, რუან ჰოფმანის, ერიკ ჰოლის და სხვა გამორჩეული არტისტების ნამუშევრებსაც იხილავს. 

 

გამოფენა მხოლოდ ერთი დღით იმართება და მას მხოლოდ სპეციალურად მიწვეული სტუმრები დაესწრებიან.  

 

 

ფოტო: Amharech Artspace

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე