კვირას კენდრიკ ლამარის ახალი მუსიკალური ვიდეო გამოვიდა, რომელშიც ის Deepfake ტექნოლოგიის საშუალებით სხვადასხვა ცნობილ ადამიანად გარდაიქმნება.
მუსიკალური ვიდეო "The Heart Part 5" რეპერის ახალი ალბომის ერთგვარი ტიზერი და კენდრიკ ლამარისა და დეივ ფრის კიდევ ერთი კოლაბორაციაა. ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ვიდეომ მუსიკოსი კვლავ ყურადღების ცენტრში დააბრუნა.
5-წუთიანი ვიდეო იწყება შავ ფონზე წარწერით - "I am. All of us. - oklama" შემდეგ კი ლამარი ჩნდება, რომელიც სხვადასხვა თაობის შავკანიან მამაკაცებად - კანიე ვესტად, უილ სმიტად, კობი ბრაიანტად და ო.ჯ. სიმპსონად გარდაიქმნება. ვიდეო გამოსვლიდან 24 საათში 7.5 მილიონმა ადამიანმა ნახა.
ფოტო: Pitchfork
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი