ეკერმანის შემოქმედება გამოირჩევა როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეების ახალი დანიშნულებისა და პოტენციალის აღმოჩენითა და მისი გარდაქმნით უხეში ჩარევის გარეშე.
წყლით დაფარული ხიდი დამთვალიერებლების ფავორიტი გახდა, რადგან ის დორტმუნდ-ემსის არხის ფეხით გადაკვეთის საშუალებას იძლევა და ამასთანავე ქმნის წყლის ზედაპირზე სიარულის ილუზიას.
პროექტის მასშტაბი იმდენად დიდი იყო, რომ თურქ არტისტს მშენებლობისთვის 2 წელი, რამდენიმე არქიტექტორი და სახანძრო სამსახურიც კი დასჭირდა.
ხიდის ადგილი განპირობებულია მისი კონცეფციით - მიუნსტერის ყურე, სადაც ხიდი მდებარეობს, ქალაქის ინდუსტრიულ და რეკრეაციულ ნაწილს ყოფს, “წყალზე” კი მუშაობისა და სიამოვნების ერთგვარი დამაკავშირებელია.
პროექტი საზოგადოების დაყოფის ფიზიკურ და მეტაფორულ გამოსავლად იქცა.
ხიდმა, რომელიც დღემდე იზიდავს დამთვალიერებლებს, მიტოვებულ ყურეს ახალი სიცოცხლე შთაბერა, თევზებითა და იხვებით გარშემორტყმული ხიდის გადაკვეთა კი ერთგვარ სიურრეალისტურ გამოცდილებად იქცა.
ფოტო: Publicdelivery, Divisare
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი