ჯინსისა და სპორტული ტანსაცმლის იტალიურმა ბრენდმა Diesel-მა გაზაფხული-ზაფხულის უნისექს კოლექცია წარადგინა. კოლექციას გამოარჩევს სარეკლამო ვიდეო, რომელიც გენდერულ ნორმებს უგულებელყოფს.


როგორც ბრენდის არტ-დირექტორმა გლენ მარტენსმა განაცხადა, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ახალი მიზნობრივი აუდიტორია მოიზიდონ და სპორტულ ტანსაცმელს და ზოგადად, სპორტს ჩამოაშორონ ექსკლუზიურად მასკულინურობის იარლიყი.


ვიდეოზე ფოტოგრაფმა და ოპერატორმა ს. გ. ვოტკინსმა იმუშავა.
ფოტო: Diesel
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი