საკულტო სერიალის, Stranger Things-ის მე-4 სეზონის პრემიერა 15 მაისს, თბილისის დროით დილის ორ საათზე Netflix-ის ტიკტოკზე გაიმართება. 

 

 

სერიალის პირველი ეპიზოდის ნახვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. 

 

 

სტრიმინგ პლატფორმის უპრეცედენტო გადაწყვეტილება ახალგაზრდა თაობაში ამ სერიალისა და სოციალური ქსელის განსაკუთრებული პოპულარობით არის განპირობებული. 

 

 

TikTok პრემიერის შემდეგ, სერიალის მე-4 სეზონი ორ ნაწილად, 27 მაისსა და 1-ელ ივლისს განთავსდება Netflix-ზე.

 

 

ფოტო: Netflix, Pitchfork, Today

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე