იაპონელმა არტისტმა იოშიტომო ნარამ სკეიტბორდის დაფის დიზაინის ოთხი ახალი პრინტი წარმოადგინა, კოლექცია არასამთავრობო ორგანიზაციის, Skateistan-ის დასახმარებლად შეიქმნა. Skateistan ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში სკეიტბორდის სკოლებს ხსნის, რითაც ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს ქმნის.

 

 

კოლექცია მოიცავს ოთხ პრინტს, რომელთა შორისაც ვიხილავთ არტისტის პირველ პენტაპტიხს. 

ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც არტისტი სკეიტბორდების დიზაინზე მუშაობს. 

 

ახალი კოლექცია მოიცავს ნარას რამდენიმე ყველაზე ცნობილ ნამუშევარს, რომლებსაც ერთდროულად გამოარჩევს ბავშვური ნაივურობა და საფრთხისშემცველი ელემენტები.

 

 

კოლექცია ნარას გამოფენაზე, შანხაიში, Yuz მუზეუმში იქნება გამოფენილი, გარდა ამისა, სკეიტბორდის დაფების დიზაინის ნიმუშების დათვალიერება და შეძენა შესაძლებელი იქნება The Skateroom-ის ონლაინმაღაზიაში.

 

 

 

ფოტო: Yoshitomo Nara, The Skateroom

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე