ბრიტანული პოპ-არტის ლეგენდამ, დევიდ ჰოკნიმ დედოფალ ელისაბედ II-ს ტახტზე ასვლიდან 65 წლის იუბილეს აღსანიშნავად ვესტმინსტერის სააბატოსთვის ვიტრაჟის დიზაინი შექმნა.
ჩრდილოეთის ფლიგელში არსებული სარკმელი, ნაგებობაზე შემორჩენილი მინებიდან ერთ-ერთი, მხატვარმა დიზაინი Ipad-ის გამოყენებით შექმნა, რადგან გადანათებული ეკრანი სარკმელში შემოსული სინათლის მსგავს ილუზიას ქმნის.
ნაცვლად ტრადიციული მონარქიული სიმბოლიკისა, მხატვარმა ახლებური ხედვა აირჩია და დიზაინს სიმბოლური დატვირთვა მიანიჭა - ვიტრაჟი დედოფლის გამორჩეულად საყვარელ იორკშირის ბუნებას განასახიერებს.
საინტერესოა, რომ დევიდ ჰოკნისთვის ეს მინაზე მუშაობის პირველი გამოცდილება იყო.
ფოტო: Dezeen, Vogue, Westminister Abbey
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი