თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა Feria ARCO-ზე, 19 მაისს, ლისაბონში, გალერეა ArtBeat ნიკა ქუთათელაძისა და ნატო სირბილაძის ნამუშევრებს წარმოადგენს.

 

 

ARCO თანამედროვე ხელოვნების ბაზრობაა, რომელიც მადრიდსა და ლისაბონში ტარდება და ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სახელოვნებო ღონისძიებად ითვლება. 

 

 

წლევანდელი ARCO 19-22 მაისის ჩათვლით გაიმართება და 70-ზე მეტ გალერეას უმასპინძლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ბაზრობა ორ ძირითად სექციად იქნება გაყოფილი, პირველი სექციაა “აფრიკა ფოკუსში”, სადაც მხოლოდ აფრიკულ გალერეებს შეხვდებით, მეორე სექცია კი დამთვალიერებელს ახალ გალერეებს გააცნობს. 

 

 

წელს ARCO Lisboa-ზე ქართველი არტისტების, ნიკა ქუთათელაძისა და ნატო სირბილაძის ნამუშევრები გამოიფინება. ექსპოზიციას აერთიანებს კონცეფცია, რომელიც შეისწავლის რეალურსა და ირეალურს, ცნობიერებას, ყოფნას და არარსებობას. მხატვრებს გალერეა ArtBeat წარმოადგენს.

 

 

 

ფოტო: Feria ARCO, ArtBeat

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე