პირველი თანამშრომლობიდან ათი წლის შემდეგ, ფრანგულმა ბრენდმა არტისტთან ერთად შექმნილი მეორე კოლექციის შესახებ ინსტაგრამის საშუალებით განაცხადა. 

 

 

კოლაბორაცია აერთიანებს ჩანთებს იაიოი კუსამასთვის დამახასიათებელი კოპლებით, კოლექციაში წარმოდგენილია როგორც ლუი ვიტონის  ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი კლასიკური ფორმები, ასევე სრულიად ახალი მოდელები.

 

 

ბრენდი აცხადებს, რომ მორიგი თანამშრომლობა პატივს მიაგებს არტისტთან მრავალწლიან მეგობრობას. 

 

 

ახალი კოლექციის რამდენიმე ნიმუში გასულ კვირას Salk Institute - ში გამართულ ჩვენებაზე წარადგინეს, თუმცა კოლექციის სრულად ნახვას 2023 წლის იანვრამდე ვერ შევძლებთ.

 

 

 

ფოტო: Highsnobiety

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე