ლუის ბარაგანის არქივი, რომელიც არქიტექტორის მიერ შექმნილ სამი ათასამდე სკეჩს, ნახატს, დიზაინ-ობიექტსა და ფოტოგრაფიულ ნამუშევარს მოიცავს, შვეიცარიაში, Vitra Campus-ში პერმანენტული სახით გამოიფინება.
1996 წლიდან დღემდე ამ არქივს შვეიცარიის ქალაქ ბირსფელდენში ლუის ბარაგანის ფონდი თავის სივრცეში წარმოადგენდა, თუმცა ადგილის სიმცირის გამო, Vitra Design Museum-თან თანამშრომლობით, ფონდმა გადაწყვიტა, მეოცე საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მექსიკელი არქიტექტორის უნიკალურ ნამუშევრებს უფრო დიდ სივრცეში გადაენაცვლა.
როგორც ფონდის დირექტორი ფედერიკა ზანკო ჟურნალ Domus-თან განმარტავს, ლუის ბარაგანის ნამუშევრები თემატურადაა განთავსებული გალერიის სხვადასხვა სივრცეში, მათ შორისაა ლუის ბარაგანის ბიბლიოთეკაც, რომელიც არქიტექტორის ჩანაწერებისა და წერილების დიდ არქივს ინახავს.
ფოტო: Barragan Foundation
ავტორი: გვანცა ჩანადირი
დაწერე კომენტარი