ომის დღიურები მულტიმედია პროექტია, რომელიც უკრაინელ მხატვრებს, მუსიკოსებს, მსახიობებსა და მწერლებს აერთიანებს, მისი მიზანი კი მსოფლიოსთვის უკრაინელი არტისტებისა და ქვეყნის მდგომარეობის გაცნობაა. პროექტი გააერთიანებს სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო აქტივობებს: გამოფენებს, მუსიკალურ პერორმანსებს, ვორქშოფებსა და გამოხატვის სხვა ნებისმიერ ფორმას. ომის დღიურების ფარგლებში ჩატარდება მუსიკისა და გალერეის კვირეული - თბილისის 11  გალერეაში გამოიფინება უკრაინელი არტისტების ნამუშევრები, გარდა ამისა, Mutant Radio უმასპინლებს როგორც უკრაინელ, ასევე ქართველ მუსიკოსებს, Danarti Magazine უკრაინელი არტისტის, ვლადა რალკოს “ლვოვის დღიურებს” წარმოგვიდგენს.

 

 

კვირეული 23-დან 30 მაისის ჩათვლით გასტანს. 23-30 მაისს სტამბას D ბლოკსა და “ეზოში” ჩატარდება ყოველთვიური მასტერკლასები უკრაინელებისთვის, მასტერკლასების ორგანიზატორები აბრეშუმის მუზეუმი, "პროპაგანდა" და სოციალური სივრცე - “ეზო” არიან.

 

 

28 მაისს ArtBeat კინდერ ალბომს, ნიკიტა კადანს, ჟანა კადიროვასა და ოსტროუსს გამოფენს, 4710 - დანილო მოვჩანს. E.A Shared Space-ში ვლადა რალკოს ნამუშევრების ნახვა იქნება შესაძლებელი, Life N Style-ში კი - დანიილ გალკინის, Window Project ქსენია გნილიცკას უმასპინძლებს.

 

 

29 მაისს  Posta & Kona და LC Queisser ტარას ბიჩკოს ნამუშევრებს წარმოგვიდგენენ, The Why Not Gallery-ში შესაძლებელი იქნება მიხაილო სკოპის გამოფენაზე დასწრება, Patara Gallery ოლექსანდრე შატოხინს უმასპინძლებს, Jibu/Taso კი - ალევტინა კახიძეს, MAUDI ვლადისლავ კრასნოშიოკის ნამუშევრებს გამოფენს, Propaganda Network-ში ნიკიტა კადანისა და ლესია ხომენკოს გამოფენასთან ერთად შედგება ვიდეოს პრეზენტაცია - “უკრაინელი ხელოვანები ცეცხლქვეშ”. 

 

 

გარდა ამისა, Mutant Radio-ში ნიკა მაჩაიძის, ტუსია ბერიძის, რეზო კიკნაძის, ანუშკა ჩხეიძის, ანტონ სლეპაკოვის და ანდრეი სოკოლოვის, Junket და ოლეჰ შპუდეიკოს მოსმენა იქნება შესაძლებელი. 

 

 

 

ფოტო: War Diaries

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე