1950 წლიდან პირველ ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ თითოეული ბავშვი იმსახურებს ჰქონდეს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლება. სწორედ ამ დღის აღსანიშნავად თიბისი კონცეპტს და ვიზას სპეციალური შეთავაზებები აქვს, პირველ ივნისს 30%-იანი ქეშბექ აქცია, 300 ლარამდე თანხის დაბრუნების შესაძლებლობით, იმოქმედებს ტანსაცმლის, სათამაშოების, სპორტული აქსესუარების მაღაზიებსა და გასართობ ცენტრებში. თიბისი კონცეპტის შეთავაზებებთან ერთად შეძლებთ, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ბავშვებთან ერთად განსაკუთრებით ხალისიანად გაატაროთ.

 

 

"რია-რია"  

 

სად შეიძლება წავიყვანოთ ბავშვები, როდესაც მათთვის მხიარული დღის მოწყობა გვინდა, თუ არა ბავშვთა გასართობ ცენტრში? "რია-რიაში" სათამაშო აპარატები, სასრიალოები, ბურთების აუზი და სხვადასხვა გასართობ-შემეცნებითი სივრცე დაგხვდებათ. ორ სართულზე განლაგებულ ცენტრში ნახავთ სხვადასხვა ასაკის შესაფერის სათამაშო ზონებს, პატარებს განსაკუთრებით მოეწონებათ "ჯუნგლები", მოზარდებს კი - "კოსმოსი".

 

 

“წიბახა”

 

თუ სამაგიდო თამაშები გიყვართ, 1-ელი ივნისის "წიბახაში" გატარებას არაფერი სჯობს, აქ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის იპოვით საინტერესო თამაშს, საშუალება გექნებათ, რომ ბავშვებთან ერთად თქვენც გაერთოთ და ზაფხულის მზიანი დღე ღია ცის ქვეშ, “ფაბრიკის” შიდა ეზოში გაატაროთ. 

გარდა ამისა, 5 ივნისს, 15:00-ზე თიბისი კონცეპტის ორგანიზებით შედგება სამაგიდო თამაშების მონაწილეთა შეხვედრა "წიბახას" კლუბში ბავშვებისა და მშობლებისთვის.

 

 

Margo Skate Shop

 

თუ თქვენს შვილს აქტიური ცხოვრება მოსწონს, Margo Skate Shop-ს უნდა ესტუმროთ. საქართველოში პირველი სკეიტბორდის მაღაზია გთავაზობთ ყველაფერს, რაც შეიძლება სკეიტერს დასჭირდეს - დაფებსა და ბორბლებს, ტანსაცმელსა თუ აქსესუარებს.

 


 

Kids Gallery

 

“ქიდს გალერი” ერთ სივრცეში აერთიანებს პრემიუმ ბრენდების საბავშვო კოლექციებს, მაღაზიაში იპოვით: Tommy Hilfiger-ის, Lacoste-ს, Vans-ის, Calvin Klein-ის, Levi’s-ის, Guess-ისა, და Toms-ის ტანსაცმელს, ფეხსაცმელსა და აქსესუარებს. თიბისი კონცეპტის ქეშბექ აქციით შეძლებთ ბავშვისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის შეძენას, განსხვავებული ბრენდების ფართო არჩევანი კი საშუალებას მოგცემთ ტანსაცმელი და აქსესუარები ბავშვის სტილისა და ხასიათის მიხედვით შეარჩიოთ.

 

 

Xs Toys

 

ბავშვებს სათამაშოები განსაკუთრებულად ახარებთ, სწორედ ამიტომ თიბისი კონცეპტის ქეშბექ აქცია იმოქმედებს საერთაშორისო მაღაზიათა ქსელ Xs Toys-ში, სადაც შეძლებთ შეიძინოთ წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის სათამაშოები, რომლებიც გათვლილია ნებისმიერი ასაკის ბავშვებზე. მაღაზიაში იპოვით სხვადასხვა ფილმის, თამაშისა თუ ანიმაციის პერსონაჟებს, საკოლექციო ფიგურებს და ინტელექტუალურ თამაშებს, რომლებიც არა მარტო ბავშვებს, არამედ უფროსებსაც დააინტერესებთ.

 

 

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნის მაღაზია

 

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის მიზანია შეგვახსენოს, რომ ყველა ბავშვი იმსახურებს ცხოვრებისა და განათლების თანაბარ, სათანადო პირობებს. სწორედ ამიტომ, ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განათლებაზე ზრუნვა. თიბისი კონცეპტის ქეშბექ აქციით შეძლებთ ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის წიგნები შეიძინოთ და ბავშვებს დაეხმაროთ სრულიად ახალი ისტორიების, განსხვავებული შეხედულებებისა და სამყაროების აღმოჩენაში. გამომცემლობა ბავშვებს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ლიტერატურას სთავაზობს. ქართული ლიტერატურიდან მოზარდებს განსაკუთრებით  მოეწონებათ არჩილ სულაკაურის "სალამურას თავგადასავალი", უცხოურის შემთხვევაში კი -  შეგიძლიათ წიგნი ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედებიდან ამოირჩიოთ.

 

 

ჟაკადი

 

30%-იანი ქეშბექ აქცია იმოქმედებს ბავშვთა ტანსაცმლის პრემიუმ ბრენდ “ჟაკადიშიც”, რომელიც თბილისში 2017 წლიდან ფუნქციონირებს, “ჟაკადის” ტანსაცმელს გამოარჩევს მაღალი ხარისხი, პასტელური ტონები და სხვადასხვაგვარი პრინტები. “ჟაკადი” მუდმივად ითვალისწინებს თანამედროვე მოდის ტენდენციებს და მშობლებს საშუალებას აძლევს, რომ ბავშვებს პატარაობიდანვე შეუქმნან განსაკუთრებული სტილი.

 

 

მინისო

 

“მინისოს” მაღაზიათა ქსელი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბავშვებსა თუ მოზარდებში, იაპონური ბრენდი ტრადიციულად ხალისიან და ფერად კოლექციას გვთავაზობს. "მინისოში" შეგიძლიათ  შეიძინოთ მაღალი ხარისხის სათამაშოები, ელექტრონული აქსესუარები, საკანცელარიო და საყოფაცხოვრებო ნივთები ძალიან დაბალ ფასად. “მინისოში” დაგხვდებათ Toy Story-ს კოლექცია, რაც განსაკუთრებით გაახარებს Pixar-ის ანიმაციების მოყვარულ ბავშვებს.

 

 

იტალიური პიცის მასტერკლასი “ორბელიანის ბაზარში”

 

საბავშვო აქტივობები მხოლოდ 1-ელი ივნისით არ შემოიფარგლება. 4 ივნისს, 12:00 საათზე, “ბაზარი ორბელიანის” პირველ სართულზე , გასტრო სკოლა ბავშვებისთვის იტალიური პიცის მასტერკლასს ჩაატარებს, სადაც ისწავლიან პიცის მომზადებას და მხიარულად გაატარებენ შაბათს. 11 ივნისს, თიბისი კონცეპტის შეთავაზებით, მოზარდებსაც შეგეძლებათ სუშის მასტერკლასს დაესწროთ, 18 ივნისს კი - დესერტის, ლიმონის ტარტისას.

 

 

ანიმაციისა და თეფშის მოხატვის მასტერკლასები

 

4 ივნისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, მარჯანიშვილის 7ში, 14:00 საათზე, Pocket Studio ბავშვებს ანიმაციის შექმნის მასტერკლასს ჩაუტარებს. ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ ძალიან სახალისო და შემეცნებით გაკვეთილს ანა ჩუბინიძესთან ერთად. გაკვეთილის განმავლობაში, ისინი ისწავლიან ქაღალდის მოძრავი ფიგურებით ანიმაციების შექმნას და მიიღებენ ძალიან საინტერესო საჩუქარს. 4 ივნისს, 17:00 საათზე, ბავშვებს ასევე შეეძლებათ დაესწრონ Tepshi Studio-ს კერამიკის მასტერკლასს. ისინი შეისწავლიან თეფშების მოხატვას და გამოწვის შემდეგ, შეძლებენ თავიანთი ნამუშევრები სახლში წაიღონ.

 

 

 

 

 

ფოტო: Tsibakha, Ria-Ria, Magic City, Mon Chou Concept Store, Margo Skate Shop, Kids Gallery, Xs Toys, Jacadi, Miniso, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე