გზა დამოუკიდებლობამდე გრძელი და გამოწვევებით სავსე იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვებასთან ერთად, მისი შენარჩუნების და განმტკიცების პროცესი კიდევ უფრო ღრმა და საინტერესოა. დამოუკიდებლობის იდეას ყოველ ჯერზე გააზრება, მის შენებას კი მუდმივი ძალისხმევა სჭირდება. დამოუკიდებლობა პროცესია, რომლისკენაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ

 

მეამა ახალი კამპანია სვლა დამოუკიდებლობისთვის იმ ადამიანებს, ქმედებებს, მიზნებს და ღირებულებებს აერთიანებს, რაც ყოველ წელს ხელახლა წერს 26 მაისის ისტორიას. ეს ისტორია კი იქმნება პროგრესისკენ, თავისუფლებისკენ, გაძლიერებისკენ, შთაგონებისკენ და ერთმანეთისკენ სვლით. ამ გაზიარებული ღირებულებისკენ სვლით ყველა ერთად ინარჩუნებს რთულად მოპოვებულ დამოუკიდებლობას. თითოეული სვლის მიღმა კი განსხვავებული აზრი დევს, რომელიც, საბოლოოდ, ერთ დიდ მიზნამდე მიდის. მეამას ახალ კამპანიაში, დამოუკიდებლობისთვის სვლას ქმნის ხუთი მთავარი ღირებულება.

 

 

სვლა პროგრესისკენ

 

თითოეული ჩვენთაგანის პროგრესისკენ სვლა გაღვიძებისთანავე იწყება, როდესაც იწყებ ფიქრს, თუ როგორ დაიწყო დილა, როგორ დაგეგმო დღე, დღის განმავლობაში რით დაკავდე. ყველაფერი, რასაც ქმნი, აკეთებ და აშენებ, გეხმარება, ხვალ იმაზე უკეთესი იყო, ვიდრე დღეს ხარ - ეს პროგრესია. პროგრესი და მუდმივი გაუმჯობესება იმისა, რაც დღეს გვაქვს, ქმნის დამოუკიდებლობისთვის საჭირო ნიადაგს. ამ ნიადაგზე კი ვაშენებთ ჩვენს თავისუფლებას

 

 

სვლა თავისუფლებისკენ

 

"როდის მოვიდა შენთან თავისუფლების შეგრძნება?" - მეამამ კამპანიაზე მუშაობის დროს ეს კითხვა ათობით ადამიანს დაუსვა. თავისუფლების შეგრძნება და ამ შეგრძნების აღქმა და გააზრება ბევრს გეუბნება საკუთარ თავზე. ბევრს გეუბნება იმაზე, თუ რას ნიშნავს შენთვის თავისუფლება, რა ღირებულებას ატარებს ის და რა ღირებულებების მატარებელი ხარ შენ მასთან ერთად. ვიღაცისთვის თავისუფლება სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილებებია, ვიღაცისთვის უდარდელად გატარებული წუთები, ხატვა, ცეკვა, საკუთარი თავის გამოხატვა, ვიღაცისთვის კი ნაბიჯ-ნაბიჯ იმის შენება, რაც 26 მაისის ისტორიას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

 

 

სვლა შთაგონებისკენ

 

მნიშვნელოვანია ყოველდღიურად გარე სამყაროს უწყვეტი კვლევა და ინსპირაციის ძიება ყველგან და ყოველთვის. სწორედ ეს ცნობისმოყვარეობა და მუდმივი დაკვირვება ხდება შთაგონების წყარო, რაც შემდეგ მრავალი შესანიშნავი პროცესის საწყისად იქცევა. ამ პროცესების გარეშე კი თავისუფალი მომავალი რთულად წარმოსადგენია. მეამაში კამპანიაზე მუშაობისას მთავარი შთაგონება სწორედ ადამიანების ხმები, ისტორიები და ფიქრები იყო. ყველა წინადადების უკან რეალური ადამიანები იდგნენ ნამდვილი ამბებით, განცდებით და აზრებით

 

 

სვლა გაძლიერებისკენ

 

რას ვგულისხმობთ, როდესაც გაძლიერებისკენ სვლაზე ვსაუბრობთ? როგორ ვაძლიერებთ ერთმანეთს და როგორ ვაძლიერებთ საკუთარ თავს? შენ რა გაძლიერებს? - ყველა ადამიანისთვის ამ კითხვებზე პასუხი სხვადასხვანაირად გამოიყურება, თუმცა ამ განსხვავებებშიც კი საერთო გადაკვეთის წერტილებს ვპოულობთ. გაძლიერებისკენ სვლით ერთი მეორესთან ვაბამთ იმ ხიდებს, რომლებიც საბოლოოდ ერთმანეთისკენ მიგვასწავლის გზას. ერთმანეთთან მისულები კი ისევ იმ მთავარს ვიცავთ და ვაშენებთ, რასაც 26 მაისი აერთიანებს და იტევს

 

 

სვლა ერთმანეთისკენ

 

მეამაში კამპანიის კონცეფციაზე ფიქრის დროს იცოდნენ, რომ არც შთაგონება, არც პროგრესი, არც თავისუფლება და არც გაძლიერება იარსებებდა ერთმანეთის გარეშე. ერთმანეთისკენ სვლის გარეშე ვერ მოვიპოვებდით იმ თავისუფლებას, რომლის შეგრძნებაც ასეთი მძაფრია ყველა მნიშვნელოვან მომენტში, ვერ შევძლებდით პროგრესის მონაწილეები ვყოფილიყავით, ვერ მოვახერხებდით შთაგონების პოვნას და მის შემოქმედებითად გარდაქმნასამიტომ, კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი ზუსტად ეს არის - არასდროს შევწყვიტოთ სვლა ერთმანეთისკენ.

 

გზა დამოუკიდებლობამდე არც ისე მარტივი იყო, თუმცა ეს გზა ერთად ყველამ ერთად გაიარა და ამ მომენტამდე ვაგრძელებთ სვლას. მეამას მთავარი მოწოდებაც სწორედ ეს არის - შენი სვლით პროგრესისკენ, თავისუფლებისკენ, შთაგონებისკენ, გაძლიერებისკენ და ერთმანეთისკენ, შექმენი სვლა დამოუკიდებლობისთვის

 

დამოუკიდებლობისთვის სვლის ვიდეო რგოლი ქართულმა კომპანია JAM PROJECT -მა შექმნა. JAM PROJECT-ის შემოქმედებით გუნდთან მეამას კოლაბორაციის დიდი ისტორია აკავშირებს.

 

უყურე მეამასთვის შექმნილ ვიდეო რგოლს.