ლაჟვარდოვან სანაპიროზე შანელის ლეგენდარული კრეატიული დირექტორის, კარლ ლაგერფილდის რეზიდენციის ქირაობაა შესაძლებელი. ლაგერფილდმა ვილა 1988 წელს შეიძინა და რესტავრაცია ჩაუტარა, შენობა 1902 წელს "მშვენიერი ეპოქის" სტილშია აშენებული. ვილა აერთიანებს ექვს საძინებელს, ოთხ სააბაზანოს, მისაღებ ოთახსა და საბილიარდოს, შენობას აქვს ვერანდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს.

 

 

რეზიდენციის ქირაობისას სტუმრებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ Monte-Carlo Beach Hotel-ის დახურულ სანაპიროზე არსებული კერძო კარვით, სასტუმროს აუზითა და რესტორნებით. 

 

 

ვილა La Vigie მონაკოს ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შენობაა როგორც არქიტექტურულად, ასევე ისტორიულადაც, გარდა იმისა, რომ კარლ ლაგერფილდი ვილაში სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა, მეორე მსოფლიო ომის დროს La Vigie გერმანელებს ჰქონდათ დაპყრობილი. 

 

 

ვილა 1902 წელს სერ უილიამ ინგრემისთვის აშენდა, გადმოცემის მიხედვით, რეზიდენციის ტერიტორიაზე ინგრემს ეგზოტიკური ცხოველები და ფრინველები ჰყავდა, თუმცა ომის დროს დაზიანდა როგორც შენობა, ასევე ბაღიც. მხოლოდ კარლ ლაგერფილდის საკუთრებაში გადასვლის შემდეგ მიიღო La Vigie-მა თავდაპირველი სახე. 

 

 

ვილას პოპულარობა შანელის 2021 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციის ჩვენების შემდეგ დაუბრუნდა, რომელიც რეზიდენციისადმი იყო მიძღვნილი.

 

 

 

 

 

ფოტო: WWD, Dezeen, Nomad

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე