The Why Not Gallery 3 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით ადამ ჰოვართსის პერსონალურ გამოფენას - "ობლების ქვეყანას" უმასპინძლებს. ექსპოზიცია მოგვიყვება ხელოვანის გამოგონილ შუასაუკუნეების ცივილიზაციაზე, რომლის გაუჩინარებაც საიდუმლოებითაა მოცული.
გამოფენით არტისტი ცდილობს გამოიკვლიოს, თუ როგორ რეაგირებს სამყარო რაიმეს გაქრობაზე და როგორ უბრუნდება ბუნება ძველ მდგომარეობას. გამოფენა ერთგვარი რეფლექსიაა იმისა, თუ როგორ სამყაროს დავუტოვებთ ჩვენ, ადამიანები მომავალ თაობებს, დავტოვებთ რაიმე ღირებულს თუ მხოლოდ პრობლემებსა და დახარჯულ ბუნებრივ რესურსებს. ადამ ჰოვართსი არ ცდილობს მომავლის განჭვრეტასა და პასუხების პოვნას, ის უბრალოდ სივრცეს ქმნის ამ საკითხებზე დასაფიქრებლად.
გამოფენა აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც შთაგონებულია არტისტის ბავშვობით, უნგრული არქეოლოგიური ძეგლებით, ბუნებითა და სამეცნიერო ფანტასტიკით, რაც საერთო ჯამში ძალიან მრავალფეროვან ჯადოსნურ ექსპოზიციას ქმნის.
ფოტო: The Why Not Gallery
ავტორი: ლიზა ალფაიძე
დაწერე კომენტარი