თვითიზოლაციის დროს ყველა თავისებურად ცდილობს გაერთოს და ამ რთულ პერიოდში მაქსიმალურად შეინარჩუნოს სიმშვიდე. კარანტინის გამო მუზეუმებიც დაიკეტა, თუმცა, ამიერიდან, ხელოვნების მოყვარულებს ეს ხელს არ შეუშლის. მუზეუმებმა და გალერეებმა ამ სიტუაციაში გამოსავალი მოიფიქრეს და გამოფენების ნახვა ახლა ონლაინ შეგიძლიათ.

THE PRADA FOUNDATION


Prada Foundation-მა დააანონსა, რომ ის სამ „სახლის გამოფენას“ ონლაინ ჩაატარებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაათვალიერონ და საინტერესო დეტალები აღმოაჩინონ სახლიდან გაუსვლელად. გამოფენის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

BALENCIAGA: MASTER CRAFTSMAN


 Google Arts and Culture მომხმარებლებს 2500 ცნობილ გამოფენას სთავაზობს, მათ შორისაა არა მხოლოდ მოქმედი, არამედ დიდი ხნის წინ ჩატარებული გამოფენები, რომელთა მუზეუმში ნახვა უკვე წარმოუდგენელი იყო, თუმცა მათი ხილვა ახლა ონლაინ შეგიძლიათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიაში ბევრი გამორჩეული ხელოვნების ნიმუშის ნახვაა შესაძლებელი, აუცილებლად უნდა გამოვყოთ BSLENCIAGA-ს ვირტუალური გამოფენა, რომელიც Haute Couture-ის „ოსტატის“ სახელითაა ცნობილი და დიდი ხანია V&A-ის არქივში ინახება. ეს ესპანელი დიზაინერის საოცარი ქმნილებების კოლექციაა, რომელიც იდეალურად ასახავს როგორ შეცვალა ამ ბრენდმა ქალების მოდა 50-იან და 60-იან წლებში და როგორ შექმნა დიზაინერმა ახალი ფორმები  უკვე ისტორიაში შესული საღამოს კაბებით. გამოფენის სანახავად ეწვიეთ ამ ბმულს

COLLECTING COMME


სამწუხაროდ, The National Gallery of Victoria მელბურნში ერთ-ერთი იყო იმ მუზეუმებს შორის, რომელიც COVID-19-ის გამო დროებით დაიხურა. თუმცა, ვირტუალური გამოფენა,  რომელშიც წარმოდგენილია 65 კოსტიუმი 40-ზე მეტი კოლექციიდან, შეგიძლიათ ონლაინ დაათვალიეროთ. ეს კოსტიუმები Takamasa Takahash-მა, COMME DES GARÇONS-ის ერთგულმა კოლექციონერმა მუზეუმს გადასცა. გამოფენა იმდენად ჰგავს ნამდვილს, რომ ის ემოციები, რომლებიც მუზეუმში სიარულის დროს მნახველს ეუფლება, ამ შემთხვევაშიც ისეთივე სიმძაფრით   რჩება. გამოფენის სანახავად ეწვიეთ ბმულს. 

CHRISTIAN DIOR THE NEW LOOK


Google Arts and Culture მოდის მოყვარულებს არაერთ ონლაინ გამოფენას სთავაზობს, ერთ-ერთი გამორჩეული Christian Dior-ის  „New Look-ია“, რომელიც არა მხოლოდ ცნობილ couturiers-ის რევოლუციურ სახეს, არამედ დიზაინერის განსხვავებულ, ახალ ხედვასაც უჩვენებს მაყურებელს. კოლექცია წარმოადგენს ქალთა მოდას ომის შემდგომ პერიოდში.

 გამოფენის სანახავად ეწვიეთ ბმულს

SCHIAPARELLI AND SURREALISM

 

ELSA SCHIAPRELLI-ის პროვოკაციული დიზაინის ეს მიმოხილვა აუცილებლად შემოიტანს ცოტა სიურეალისტურ ხიბლს თქვენს ცხოვრებაში. გამოფენა, რომელიც V&A-ს არქივების  საფუძველზე მოეწყო, მაყურებელს უჩვენებს, თუ როგორ მოახდინა იტალიელმა დიზაინერმა მოდის სამყაროში რევოლუცია. გამოფენის სანახავად ეწვიეთ ბმულს.