ქართული ღვინის 8000 წლოვანი ისტორიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მეღვინეობის ყველაზე მდიდარი ტრადიციების მქონე რეგიონში, მუკუზანისა და ვაზისუბნის საუკეთესო მიკროზონებში მიღებული რჩეული მოსავლით დამზადებული ღვინოა, სადაც 1891 წელს ქართველი თავადის, წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების აქტიური წევრისა და განმანათლებლის, სულხან ჭავჭავაძის სასახლე და მამულები გაშენდა. ინტელექტუალი თავადი – ასე მოიხსენიებდნენ სულხან ჭავჭავაძეს, რომლის ისტორიულ სასახლეში დღეს უკვე უმაღლესი კლასის სასტუმრო “ვაზისუბნის მამული” მდებარეობს. XIX საუკუნის ქართულ-ევროპული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნიმუშში, სულხან ჭავჭავაძის სასახლეში, მარანსა და უნიკალურ ენდემურ ჯიშებში ხელახლა გაცოცხლებული ისტორია ქართული ღვინის გენეტიკური მეხსიერების ამბავს ინახავს. 

 

კახეთში მდებარე პატარა სოფელ ვაზისუბანში არსებული სასახლე არა მხოლოდ უგემრიელესი ღვინის, არამედ თავადი ჭავჭავაძის საგანმანათლებლო მოღვაწეობის გამოც XIX საუკუნის მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს წარმოადგენდა. თუმცა ინტელექტუალი თავადისთვის მეღვინეობა-მევენახეობა მეურნეობის ყველაზე მნიშვნელოვანი დარგი იყო, რომელსაც განსაკუთრებულ ყურადღებასაც უთმობდა, რასაც 1897 წელს ისტორიულ ვაზისუბანში გახსნილ საეკლესიო სკოლაში არითმეტიკის, ღვთისმეტყველებისა და წერა-კითხვის საგნების გვერდით მის მიერ მეღვინეობა-მევენახეობის სწავლების დამატებაც მოწმობს. 

სულხან ჭავჭავაძის შესახებ შემორჩენილი მწირი ბიოგრაფია იმასაც კი გვამცნობს, რომ თავადი თანხების უდიდეს ნაწილს სწორედ მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას ახმარდა და მუდმივად მიისწრაფოდა სიახლებიის დანერგვისკენ.  სავარაუდოდ, 20 ჰექტრამდე გაშენებული ვენახის საშუალოდ ერთ ჰექტარზე მოყვანილი მოსავლიდან თავადი ჭავჭავაძე 70000 ლიტრამდე ღვინოს აყენებდა. 


კახეთში მდებარე სოფელ ვაზისუბანში დაწყებული ისტორია 130 წლის შემდეგ იმ იდეით აღორძინდა, რომ თავადი სულხან ჭავჭავაძის მიერ XIX საუკუნეში შექმნილი მამული, მივიწყებული ენდემური ყურძნის ჯიშები და საუკუნეების მანძილზე დღემდე მოტანილი მევენახეობა-მეღვინეობის კულტურა აღდგეს და მის პირვანდელ სახეს დაუბრუნდეს. განახლებულ მარანში დღეს ისევ ტრადიციული წესით იწურება ის საუცხოო ღვინო, რომელიც კახეთის საუკეთესო მიკროზონებიდან მიღებული რჩეული მოსავლით მზადდება. 

“ვაზისუბნის მამულში” უმაღლესი ტექნოლოგიური სტანდარტების გათვალისწინებით დაყენებული, როგორც გაფილტრული, ასევე გაუფილტრავი ღვინო სხვადასხვა საუცხოო გემოთი გამოირჩევა. გარდა ქვევრის გაუფილტრავი მშრალი ღვინოებისა, “ვაზისუბნის მამულის” მარანში ქართული ღვინის ახალი მიმართულების ღვინოს პროდუქციასაც აღმოაჩენთ, რომელიც ღვინის ახალი გემოვნური გამების შექმნის იდეასა და ქართული მზის ქვეშ დაბადებული კეთილშობილი სითხის  განუმეორებელი შესაძლებლობების გამოვლენას ემსახურება. 


ეს საუცხოო ღვინოები, რომელთაც კომპანია “ვაზისუბნის მამული” აწარმოებს, დღეს ძალიან მარტივად, სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ შეიძინოთ. რაც მთავარია აქ განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდებიან თითოეული ბოთლის ტრანსპორტირების უსაფრთხოებას, რათა ამ საგანგებო ვითარების დროს ღვინო მომხმარებლამდე მაქსიმალური ჰიგიენის ნორმების დაცვითა და ყოველგვარი რისკების გარეშე მივიდეს. ამასთანავე, იმ კომპანიებში, რომლებიც “ვაზისუბნის მამულთან” თანამშრომლობენ და რომლებიც ღვინის მოწოდებას უზრუნველყოფენ, ის კურიერები მუშაობენ, რომელთაც სპეციალური სწავლება აქვთ გავლილი და შესაბამისად, იმ უნარებს ფლობენ, რომლის დახმარებითაც ღვინო მომხმარებელს ყველანაირი საფრთხისა და რისკის გარეშე მიეწოდება. 

ღვინო დღემდე ქართული კულტურის საყრდენია, რომელიც არასდროს ყოფილა რაიმე სახის საშიშროების გამავრცელებელი, არამედ იგი ყოველთვის, ისტორიულადაც და თანამედროვე მეცნიერების მტკიცებითაც, სიკეთის მომტან, ჯანსაღ სითხეს წარმოადგენდა როგორც სხეულისთვის, ასევე განწყობისთვის. ასე რომ, დარჩით სახლში, გაუფრთხილდით საკუთარ თავსა და თქვენს ახლობლებს, რაც შეეხება თქვენი ამაღლებული განწყობისა და საუცხოო გემოს ღვინის დანაკლისს - ამ ყველაფერზე “ვაზისუბნის მამული” იზრუნებს.