მილანის დიზაინის კვირეულზე პირველად წარდგა ავტომობილების კომპანია Porsche, ბრენდმა საზოგადოებას გააცნო სერია - The Art of Dreams, რომელიც ხელოვნებისა და ტექნოლოგიების ურთიერთქმედებას შეისწავლის და და ბერლინელ არტისტთან, რუბი ბარბერთან კოლაბორაციითაა შექმნილი.
ინსტალაცია სიურრეალისტურ სანახაობას წარმოადგენს და ასეთივე შეგრძნებებს აღძრავს, მიუხედავად იმისა, რომ ნამუშევარს ავტომობილების კომპანია წარმოადგენს, ის პირდაპირ სვამს კითხვას, თუ როგორია ტექნოლოგიის გავლენა გარემოზე და გვაჩვენებს ბუნების მნიშვნელობას 21-ე საუკუნეში.
Mary Lennox Studio-ს დამაარსებელი და არტისტი რუბი ბარბერი, რომელიც თავის შემოქმედებით მუდმივად შეისწავლის გარემოსა და ტექნოლოგიის კავშირს, აღნიშნავს, რომ ამ ინსტალაციით შეეცადა შეექმნა ისეთი სამყარო, სადაც ბუნება და ავტომობილები ჰარმონიულად თანაარსებობენ.
მილანის დიზაინის კვირეულზე The Art of Dreams-ის ნახვა Palazzo Clerici-ში იქნება შესაძლებელი, ინსტალაცია მოიცავს აქტივობებსაც, რომლებიც Porsche-ს ეკომეგობრულ პოლიტიკას გააცნობს საზოგადოებას.
Porsche-ს მარკეტინგის დირექტორის, რობერტ ადერის განცხადებით, მათ ავტომობილებს ოცნებები მართავს, ამ ინსტალაციით კი ბრენდს სურს ხალხს შთააგონოს და მათ შეახსენოს ოცნების მნიშვნელობა.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Porsche
დაწერე კომენტარი