17 ივნისს “ცალკე სივრცეში” იხსნება ბუკა ღვაბერიძის გამოფენა, სადაც წარმოდგენილია შერეული ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები, ვიდეოინსტალაციები, გრაფიტი და ბეჭდური მედია.

 

გამოფენა შთაგონებულია უკრაინის ომით გამოწვეული სტრესითა და მის მიერ გამოღვიძებული, კარგად დავიწყებული ტრავმებით. Პროექტი პირველ რიგში გამოხატავს იმ ტკივილს, რომელსაც საქართველოს ყოველი მოქალაქე ვგრძნობთ. 

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ყველა ნამუშევარი მოიცავს კითხვებს, რომლებიც ყველას მიმართაა, ვინც საქართველოს ნაწილია, კითხვებს, რომელთა დასმაც პასუხების მიღებაზე მნიშვნელოვანია. 

 

გამოფენის სახელწოდება - "ყვავილები არ ჰყვავიან აღელვებულ ზღვაში" - აღებულია გალაკტიონ ტაბიძის 1915 წელს დაწერილი ლექსიდან "ბედისწერა". სახელწოდება იდეალურად აღწერს ქვეყანაში გამეფებულ მუდმივ მღელვარებას და თავისუფლებისა და გადარჩენისთვის ბრძოლას.

 

ექსპოზიცია 17 ივნისს, 21:00 საათზე გაიხსნება და 24 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. 

 

მისამართი: ვასილ პეტრიაშვილის 1