My Policeman გეი სიყვარულის ისტორიაა, რომელშიც მთავარ როლს ჰარი სთაილსი ასრულებს. მოქმედება 1950-იანი წლების ბრიტანეთში ხდება, სადაც ამ პერიოდში ჰომოსექსუალობა დანაშაულად იყო მიჩნეული. ფილმი ბეთან რობერტსის ნოველის კინოადაპტაციაა.
ისტორია ახალგაზრდა წყვილზე, პოლიციელ ტომსა (ჰარი სთაილსი) და სკოლის მასწავლებელ მერიონზე (ემა კორინი) მიგვითხრობს, რომელთა ცხოვრებაშიც უეცრად პატრიკი (დევიდ დოუსონი) ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალებს კანონით სჯიან, ტომსა და პატრიკს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა მარიონის ეჭვიანობა მათ დაშორებას აიძულებთ.
ფილმის მეორე ნაწილი უკვე 90-იან წლებში მიმდინარეობს, როდესაც პატრიკი კიდევ ერთხელ ჩნდება მარიონისა და ტომის ცხოვრებაში და მათ რეალობას დრამატულად ცვლის.
ფილმის რეჟისორი მაიკლ გრანდეიჯია, რომელიც ძირითადად თეატრში მუშაობს და სულ რამდენიმე ფილმი აქვს გადაღებული. My Policeman კინოთეატრებში 21 ოქტომბერს გამოვა.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Amazon
დაწერე კომენტარი