თბილისში ახალი ესთეტიკური კლინიკა „ნოემი“ გაიხსნა. ცენტრი მომხმარებელს სთავაზობს უახლეს, უსაფრთხო მეთოდებს, სახისა და სხეულის მოვლისთვის განკუთვნილ უნიკალურ, რეალურად ეფექტურ პრეპარატებს და უნივერსალურ, არაინვაზიურ, უმტკივნეულო პროცედურებს ინოვაციური აპარატურის გამოყენებით.
შედეგის მიღწევაში „ნოემის“ მომხმარებელს მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული, პროფესიონალების გუნდი დაეხმარება.
ესთეტიკურ ცენტრში „ნოემი“ ჩატარდება როგორც ინიექციური, ასევე აპარატურული პროცედურების სრული ასორტიმენტი.
„ნოემი“ მომხმარებელს სთავაზობს მსოფლიოში წამყვან, უსაფრთხო და პრემიუმ კატეგორიის პრეპარატების მრავალფეროვან არჩევანს. მათ შორისაა უმაღლესი ხარისხის ფრანგული ბრენდი BIOLOGIQUE RECHERCHE, რომლის პროდუქციაც საუკეთესოა როგორც კოსმეტიკური დანიშნულების, ასევე ინოვაციური პროცედურების ჩატარებისას სახის, სხეულის და თმის მოვლაში.
კლინიკის ექიმი-დერმატოლოგები თანამედროვე ტენდენციების, გაიდლაინების და პაციენტის სურვილების მიხედვით შეარჩევენ ინიექციურ პროცედურებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე აპარატურულ მეთოდებთან კომბინაციაში.
კლინიკაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი კომპანიების უახლესი აპარატურა. ამიერკავკასიაში პირველად ესთეტიკურ ცენტრ „ნოემში“ მომხმარებლებს პროცედურები ჩაუტარდებათ კომპანია BTL-ის უახლესი აპარატებით. მათ შორის აღსანიშნავია MSCULPT NEO, რომლის საშუალებითაც ტარდება თანამედროვე, ინოვაციური, არაინვაზიური პროცედურა ცხიმოვანი მასის შესამცირებლად და კუნთის მასის გასაზრდელად.
„ნოემის“ უპირატესობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი პროცედურა ჩატარდება თანამედროვე, სმარტ სისტემით აღჭურვილი, არაინვაზიური ტექნოლოგიის მქონე აპარატურის მეშვეობით, რომელიც სრულიად უსაფრთხო, უმტკივნეულო და მაქსიმალურად ეფექტურია. გარდა ამისა, ჩატარებულ პროცედურებს არ ესაჭიროება სარეაბილიტაციო პერიოდი, შესაბამისად, პაციენტი შეუფერხებლად აგრძელებს ყოველდღიურ აქტივობას.
„ნოემის“ კლინიკის სტუმრებს დახვდებათ სილამაზის ინდუსტრიის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი, პროფესიონალური, მყუდრო, მშვიდი, თბილი და კეთილგანწყობილი გარემო და პრემიუმ კლასის მომსახურება, რომელიც თითოეულ სტუმარს თავს გარეგნულად და შინაგანად გამორჩეულად აგრძნობინებს.
„ნოემის“ ფილოსოფია ეწინააღმდეგება გარეგნობაში ყოველგვარ უხეშ ჩარევას და ორიენტირებულია ბუნებრიობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებაზე ხელოვნური მანიპულაციების გარეშე, რაც, მოგეხსენებათ, ბოლო წლების ტრენდად იქცა სილამაზის ინდუსტრიაში.
მომხმარებელს შეუძლია დღეიდან დაიწყოს სასიამოვნო გარდასახვა კლინიკა „ნოემში“.
ცენტრის ოფიციალური პრეზენტაცია 17 ივნისს გაიმართა. საღამო კომპანია „ანი პირველი ივენთსმა“ გააფორმა. ესთეტიკური კლინიკის „ნოემის“ PR და მედია-მხარდაჭერას სააგენტო SYMMETRADIGITAL ახორციელებს.
დაწერე კომენტარი