შაბათს, 25 ივნისს The Why Not Gallery-ში თეკლა კიღურაძის პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნება. “დამალული ნაპერწკლები” გვიჩვენებს ბავშვობიდან ზრდასრულობაში შებიჯებისა და საკუთარი თავის ძიების პროცესს, მომენტს, როდესაც ბავშვობის მოგონებები განსაკუთრებით ძვირფასი და მნიშვნელოვანი ხდება, წარსულში განცდილი მძაფრი შეგრძნებები კი ხშირად უფრო ძლიერი და ხელშესახებია, ვიდრე ის, რასაც აწმყოში ვგრძნობთ.
“დამალულ ნაპერწკლებში” მხატვარი მოგონებებს უღრმავდება, ტილოზე გადმოტანით მათ სამუდამოდ ინახავს, ექსტრემალური მიახლოების მეთოდით კი თითქოს ამ მოგონებების კონკრეტულ, მნიშვნელოვან ასპექტებს დამთვალიერებელს უზიარებს.
გამოფენა ერთგვარი პროტესტია დავიწყების წინააღმდეგ, ბრძოლა იმისათვის, რომ ბავშვობის ყველაზე ბედნიერი წამები სამუდამოდ ჩვენში დარჩნენ და სევდისა თუ ბედნიერების დროს თავი შეგვახსენონ.
გამოფენა 25 ივნისს, 16:00 საათზე The Why Not Gallery-ში გაიხსნება და 30 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.
ფოტო: თეკლა კიღურაძე, The Why Not Gallery
დაწერე კომენტარი