მეამაში ჩაის საზაფხულო დღესასწაული დაიწყო. ახალი თავგადასავლის მონაწილე კი არომატული ცივი კოქტეილების ყველა მოყვარული გახდება. ამისთვის მხოლოდ ამერიკული ფორმატის ყავის აპარატი და მეამას ჩაის კაფსულებია საჭირო. ცხელი დღეების არომატულად და გრილად გასატარებლად, მეამას ყავის ექსპერტებმა მომხმარებლისთვის ოთხი ახალი ცივი ჩაის რეცეპტი შექმნეს, რომლის სახლში მომზადებაც მარტივი, სახალისო და საინტერესო პროცესია. მეგობრების ეგზოტიკურად გამასპინძლება და სახლში არომატული წვეულების მოწყობა უკვე ძალიან მარტივია, რადგან მეამას ჩაის კოქტეილები ყველა გემოვნების ადამიანს დამუხტავს ნამდვილი საზაფხულო ეიფორიით.
ცივი კოქტეილების შექმნის ინსპირაცია ზაფხული, მეამას ჩაის კაფსულები და მომხმარებლების თხოვნა გახდა. ერთი მხრივ, ჩაის მრავალფეროვანი კაფსულები იძლევა საშუალებას, რომ მათი არომატები საინტერესოდ შეერწყას სხვადასხვა სეზონურ ინგრედიენტს და შედეგად საინტერესო გემოვნური თვისებების გამაგრილებელი სასმელი მივიღოთ. მეორე მხრივ კი, მეამამ გასულ ზაფხულს თავის მომხმარებელს უკვე ასწავლა ცივი ყავისა და ჩაის კოქტეილების სახლში მომზადება, შესაბამისად ამ ზაფხულს ახალი რეცეპტების მოთხოვნილება ისევ გაჩნდა. ამერიკული ფორმატის თითოეულ მოყვარულს უკვე შეუძლია მოიმარაგოს ფავორიტი კაფსულები და მეამასთან ერთად დაიწყოს ჩაის საზაფხულო დღესასწაული.
ახალი კოქტეილები მეამას ჩაის ოთხი სხვადასხვა კაფსულით მზადდება: კრემ ბრულე, კარკადე კენკრით, მანგო კარაბაო და ჯინჯერი და პიტნა. თითოეული სასმელი ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც გემოთი და არომატით, ისე ხასიათით.
ცივი კრემ ბრულე მილქშეიქის სტრუქტურის სასმელია და იდეალურია მათთვის, ვისაც მოტკბო გემოს ჩაის სასმელები უყვარს;
ინგრედიენტები:
- 180 მლ. მეამას ჩაი: კრემ ბრულე
- 1 ბურთულა ვანილის ნაყინი
- 2 ბურთულა კრემ ბრულეს ნაყინი
- 1 ჩაის კოვზი შოკოლადის კარაქი
- ⅓ ბანანი
- კარამელის სოუსი გასაფორმებლად
- ათქვეფილი ნაღები
- ყინული
მომზადების წესი:
- ჩამოასხი ჩაი ყინულებიან ჭიქაში
- დააბლენდერე ვანილის და კარამელის ნაყინი, შოკოლადის კარაქი და ბანანი
- დაუმატე ათქვეფილი ნაღები და კარამელის სოუსი
წითელი საფირონი კი მათ მოეწონება, ვისაც კენკროვანი გემოები უყვარს. კარკადეს ჩაის კაფსულით მომზადებული ცივი ალკოჰოლური კოქტეილი საუკეთესოა სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად.
ინგრედიენტები:
- 100 მლ. მეამას ჩაი: კარკადე კენკრით
- 30 გრ. კენკრა
- 30 მლ. ჯინი
- 10 მლ. ლაიმის წვენი
- 15 მლ. შაქრის სიროფი | სურვილისამებრ |
- დამსხვრეული ყინული
მომზადების წესი:
- გაამზადე ჩაი
- დააბლენდერე კენკრა, ჯინი, ლაიმის წვენი და შაქრის სიროფი
- ჩამოასხი ყინულებიან ჭიქაში
ჯინჯერის და პიტნის კაფსულით ეგზოტიკური, გამაგრილებელი ჩაის სასმელი ჯინჯერ-მინთის შუშხუნა შეგიძლიათ მოიმზადოთ.
ინგრედიენტები:
- 100 მლ. მეამას ჩაი: ჯინჯერი და პიტნა
- 70 მლ. ვაშლის წვენი
- 70 მლ. ტონიკი
- ყინული
- ვაშლის ნაჭერი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
- ჩამოასხი ჩაი ყინულებიან ჭიქაში
- დაუმატე ვაშლის წვენი და ტონიკი
- გასაფორმებლად - ვაშლის ნაჭერი
მანგო კარაბაოს ჩაის კაფსულით კი უგემრიელესი ციტრუსოვანი სასმლის - მანგო აისის მომზადებაა შესაძლებელი, რომელიც სახლში მზიანი სანაპიროს განცდებს გააცოცხლებს.
ინგრედიენტები:
- 100 მლ. მეამას ჩაი: მანგო კარაბაო
- 30 მლ. წითელი ფორთოხლის წვენი
- 15 მლ. შაქრის სიროფი | სურვილისამებრ |
- ყინული
- ფორთოხლის ნაჭერი გასაფორმებლად
მომზადების წესი:
- ჩამოასხი ჩაი ყინულებიან ჭიქაში ფორთოხლით
- დაასხი წითელი ფორთოხლის წვენი და შაქრის სიროფი
- მოურიე
ცივი ჩაის კოქტეილების მომზადების ვიდეო ინსტრუქციების აღმოჩენა შესაძლებელია მეამას YouTube არხზე.
დაწერე კომენტარი