ამერიკელმა მუსიკოსმა კანიე უესტმა, სახლის ნივთებისა და აქსესუარების ბრენდის, Muji-ს დიზაინერ ნაოტო ფუკასავასთან ერთად McDonald's-ის ბურგერების ახალი ყუთის დიზაინზე იმუშავა.
რეპერმა ყუთის დიზაინში ნახევრად გამჭვირვალე ყავისფერი ქაღალდი გამოიყენა, რაც ჩამქრალი, ნეიტრალური ფერით სრულ კონტრასტშია ბრენდის ფერად, კაშკაშა სტილთან.
ყუთი განასახიერებს ბურგერს ყველა შემადგენელი ნაწილით, სახურავზე კი ბრენდის საკულტო ლოგო, ყვითელი M არის გამოყენებული. კანიემ კოლაბორაციის შესახებ ინსტაგრამის საშუალებით განაცხადა, მანვე გამოაქვეყნა ყუთის პირველი სურათები. ჯერჯერობით უცნობია, ბრენდი შეფუთვას გამოიყენებს თუ დიზაინი უბრალოდ ნიმუშად დარჩება.
როგორც ყუთის თანაავტორმა ნაოტო ფუკასავამ განაცხადა, კანიესთან მუშაობა ძალიან მარტივი იყო, რადგან რეპერმა ზუსტად იცოდა რისი შექმნა სურდა, დიზაინერმა კანიეს ჩანახატებში მხოლოდ მცირე ცვლილებები შეიტანა.
კანიე უესტისთვის ეს პირველი დიზაინერული ნამუშევარი არ არის, მას აქვს ტანსაცმლის ბრენდი - Yeezy, ასევე წლებია თანამშრომლობს Gap-თან.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Dezeen, Highsnobiety
დაწერე კომენტარი