Gorillaz-მა და Thundercat-მა ახალი კომპოზიცია გამოუშვეს. ახალ სიმღერას Cracker Island ჰქვია. მისი პრემიერა Gorillaz-ის მსოფლიო ტურის ფარგლებში შედგა. 

 

 

გარდა ამისა, პანდემიით გამოწვეული პასიური პერიოდის შემდეგ, Gorillaz ცდილობს აქტიურად დაბრუნდეს მუსიკის სამყაროში, ბენდი ფანებს მოუწოდებს, შეუერთდნენ  გამოგონილ კულტს, სახელად - The Last Cult, რომლის თვითგამოცხადებული ლიდერიც ანიმაციური ბასისტი მარდოკ ნიკლასია.  

 

Gorillaz ამჟამად ევროპის ტურშია, სექტემბრიდან კი ჩრდილოეთ ამერიკის ტურს დაიწყებს. Cracker Island Gorillaz-ისთვის 2020 წლის შემდეგ პირველი სინგლია, 2020-ში მათ მუსიკალური სერია Song Machine გამოუშვეს, რომელიც აერთიანებდა ისეთ არტისტებთან ერთად შექმნილ კომპოზიციებს, როგორებიც არიან -  St. Vincent, Beck და ელტონ ჯონი. 

Gorillaz-ისა და Thundercat-ის ახალი კომპოზიციის მოსმენა ნებისმიერ მსურველს Youtube-ზე შეუძლია.

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Pitchfork, Gorillaz