Hammock Magazine Tbilisi Design Days-თან თანამშრომლობის ფარგლებში წარმოგიდგენთ გამოფენას, რომელიც Tbilisi Design Days-სა და აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით იმართება. 27 ივნისიდან 29 ივნისის ჩათვლით სასტუმრო “სტამბას” D ბლოკში Around The Studio-ს ახალი პროექტის, Natural Dust-ის პრეზენტაცია შედგება. პრეზენტაციაზე შესაძლებელი იქნება სტუდიის ნივთების დათვალიერება და შეძენა.

 

 

Natural Dust ექსპერიმენტული პროექტია. მას შემდეგ რაც სტუდიომ მაუდის სახელოსნო დატოვა, ერთი თვის განმავლობაში სამუშაო სივრცედ ელიავას ბაზრობა იქცა. სტუდიის დამფუძნებლების, ანო ჯიშკარიანისა და თიკა შელიას განცხადებით, ბაზრობის ქაოსური გარემო და ადგილობრივ მოვაჭრეებთან ურთიერთობა ერთგვარი კოლაბორაციის შთაგონების წყარო გახდა, არტისტებისთვის ელიავას ბაზრობა დაკვირვების, ძიებისა და აღმოჩენების ადგილად გადაიქცა. 

 

 

პროექტი იმეორებს იმ ქაოსურ განაშენიანებას,  რაც ელიავას ბაზრობასა და ზოგადად, თბილისში გვხვდება, Natural Dust ერთგვარი მესიჯია, რომელიც საქართველოში არსებულ სოციალურად, ეკონომიკურად თუ ეკოლოგიურად უთანასწორო გარემოზე გვესაუბრება. Around The Studio მაუდის სახელოსნოს ანასტასია ახვლედიანთან და სალომე ჯოხაძესთან იზიარებდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ამ არტისტებთან ერთად შექმნილი კოლაბორაციული ნამუშევრებიც. 

 

 

პროექტის მხარდამჭერი და წარმდგენია თბილისის დიზაინის დღეები და აჭარა ჯგუფი.

მისამართი: მერაბ კოსტავას 14, Stamba D block - 1 სართული