ახლა, როცა მეტავერსის პოპულარობა მოდის ინდუსტრიაში იზრდება, ადამიანების გონება კი ციფრული მოწყობილობებით გადაღლილია, Loewe-მ პარიზის მამაკაცის მოდის კვირეულზე წარადგინა კოლექცია, რომელიც ბუნებრივ სამყაროსა და ტექნოლოგიებს აერთიანებს. 

 

ერთი მხრივ, კოლექციის ნაწილზე დარგეს და გაზარდეს ჩია და კატაბალახა. მცენარეები გვხვდება სპორტულ ფეხსაცმელებზე, შარვლებსა და ლაბადებზე, რისთვისაც ბრენდმა ესპანელ ბიო-დიზაინერს, პაულა ულარგი ესკალონას მიმართა, რომელიც სხვადასხვა ქსოვილზე მცენარეების დარგვით ატარებს ექსპერიმენტებს.

 

 

მეორე მხრივ კი - კოლექცია წარმოდგენილი იყო ლაივსტრიმის სახით, რომელიც ვიზუალური მანიპულაციით, ფიზიკურად მიმდინარე შოუს არარეალისტურ, კომპიუტერულ შესახედაობას აძლევდა. 


როგორც Loewe-ს კრეატიულმა დირექტორმა ჯონათან ანდერსონმა განაცხადა, ეს შოუ იყო ერთგვარი კულტურული დისკუსია, თუ როგორ უნდა გარდაიქმნას მოდა მეტავერსის არსებობის პირობებში და ამასთანავე, როგორ უნდა შეინარჩუნოს მან კავშირი რეალურ სამყაროსთან.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Vogue