თბილისი კოლექტივი ციფრული პლატფორმაა, რომელიც ახალი ფოტოგრაფების აღმოჩენასა და ფოტოგრაფიის განვითარებაზე მუშაობს. კოლექტივი აერთიანებს სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის მოყვარულ ფოტოგრაფებს. 


ციფრული სივრცე ამარტივებს როგორც ფოტოგრაფების გაერთიანებას, ასევე მათი ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას, თუმცა ართულებს ხელოვანთა შორის დიალოგს, რაც აუცილებელია შემოქმედებითად განვითარებისთვის, სწორედ ამიტომ დაიგეგმა კოლექტივის პირველი გამოფენა.


1-10 ივლისს თბილისი კოლექტივის გამოფენას სტამბა უმასპინძლებს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 60-მდე ფოტოგრაფის ნამუშევრები. ფოტო-პრინტები დაიყოფა შვიდი თემის მიხედვით: წითელი, შავ-თეთრი, სხეული, პორტრეტი, ბუნება, თეთრი და წყალი. თითოეულ თემატიკას დაეთმობა თითო სივრცე. 


თბილისი კოლექტივის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი მოყვარული ფოტოგრაფების შემოქმედებითი განვითარებაა, ამიტომ გამოფენის ფარგლებში ჩატარდება ვორქშოპები და დისკუსიები, სადაც  სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებისგან ფოტოგრაფიასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ რჩევებს მიიღებენ.

გამოფენაზე შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი პრინტების შეძენა, გარდა ამისა, კოლექტივის წევრების ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია ვებგვერდზე - https://tbilisicollective.ge/ 


ექსპოზიცია გაიხსნება პირველ ივლისს, 20:00 საათზე. 

მისამართი: მერაბ კოსტავას 14, სასტუმრო “სტამბას” D ბლოკი 

გამოფენის მხარდამჭერები არიან: აჭარა ჯგუფი, ბინეხი და თიბისი ბანკი 

 

 

 

ფოტო: კიწი მღებრიშვილი, ნინი ბესელია, ნიკა კალანდაძე, კიტა ცხომარია, ნინა ხუციშვილი