არქიტექტურული კომპანია NS Studio 2013 წლიდან არსებობს. ის თავდაპირველად მცირე პროექტებზე მუშაობდა, ამავდროულად კი ექსპერიმენტებს ატარებდა ავეჯისა და პროდუქტის დიზაინზე. პროექტების მასშტაბის ზრდასთან ერთად, პროდუქტის დიზაინი და ინტერიერის დეტალების შექმნა სტუდიის მიერ შესრულებული სამუშაოს განუყოფელი ნაწილი გახდა. 


სწორედ ამიტომ,  არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში თითქმის 10-წლიანი პრაქტიკის შემდეგ, NS Studio-მ შექმნა პროდუქტის დიზაინის ხაზი, რომელიც იზიარებს სტუდიის ფილოსოფიას და ინარჩუნებს ინდივიდუალიზმს. 


NS Product-ის პირველი კოლექცია - Take a Seat, We Are Starting  აერთიანებს რამდენიმე ერთმანეთისგან განსხვავებულ, საქართველოში დამზადებულ პროდუქტს, რომელთა დეტალებიც ხელნაკეთია. 

კოლექციის შექმნის იდეა ერთ-ერთი ინტერიერის დიზაინის პროექტზე მუშაობისას გაჩნდა, როდესაც ქართული არქიტექტურის დეტალებით შთაგონებული მაგიდის სილუეტი შეიქმნა, კოლექციაში შემავალ ნივთებს აერთიანებთ მარტივი ფორმები და ინდივიდუალიზმი, რაც საბოლოოდ მრავალფეროვან, ნებისმიერი სივრცისთვის საინტერესო ხაზს ქმნის.