30 ივნისს ლეიბლ AWAL-ზე ქართველი არტისტის -  Creams-ის ახალი მუსიკალური ვიდეო - Gemstone გამოქვეყნდა. კლიპის რეჟისორი მარიკა ეჯიბიაა, პოსტ ფროდაქშენზე HOLAFILM-მა იზრუნა.

Creams არტისტის, ნათია ჭიჭინაძის სასცენო სახელია, ის ქართულ სცენაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და leftfield electro pop ჟღერადობის მუსიკას ქმნის. იგი Creative Education Studio-ს კურსდამთავრებულია, მას განსაკუთრებული პოპულარობა 2019 წელს გამოსულმა ტრეკმა - Die For You-მ მოუტანა

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე