26 აგვისტოს კალიფორნიაში ქართველი მულტიმედია არტისტის, ანდრო გოგიბედაშვილის ახალი ალბომი - Ganbana ლეიბლ NOT NOT FUN-ზე გამოქვეყნდება.


Ganbana შთაგონებულია სამყაროთი, რომელიც ჩვენ გარშემო არსებობს, ციური სხეულებით, მბრწყინავი ვარსკვლავებითა და სამყაროს ელემენტების ჰარმონიით. 

ალბომის სახელი - განბანა, იდეალურად ახასიათებს ექვს ტრეკს, რომლებიც ალბომშია გაერთიანებული. კომპოზიციები შედგენილია ოკეანის ხმით, ხელის დასარტყამი ინსტრუმენტებით, მწერების ხმითა და სიტარით, რომელთა ფონზეც პერიოდულად მანტრა გაისმის. 


ალბომი გამოიცემა როგორც კასეტაზე, ასევე ციფრული ფორმით, მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელია Bandcamp-ზე



ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: ლეკო ჭყონია