ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედნისა და თბილისის ქუჩების კვეთაზე მდებარე ისტორიულ შენობაში, ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრი გაიხსნება. 


შენობა, რომლის გარდაქმნაზეც NS STUDIO მუშაობს, მოედნის სივრცით განლაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სწორედ ამიტომ, მისი განახლებული ფორმა მაქსიმალურად ერწყმის გარშემო არსებული შენობების სტილს. 


შენობის ძირითადი ნაწილის შენარჩუნებითა და მისი ხარვეზების ახალი ფორმებით ჩანაცვლებით იქმნება სივრცე, რომელშიც ესთეტიკურ და ფუნქციურ ასპექტებს თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება.


ისტორიული ფასადისა და თანამედროვე დიზაინის სინთეზი იდეალურ სივრცეს ქმნის ხელოვნების მულტიფუნქციური ცენტრისათვის, სიძველისა და ახლის შერწყმა კი ჰარმონიულად ერგება მოედნის კომპოზიციურ წყობას

 

ფოტო: NS Studio