1-ელ ივლისს 56-ედ გაიხსნა კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი. პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდა და ცეცხლოვანი შოუთი გაიხსნა. გახსნის ცერემონიალი 70-იანი წლების სასტუმრო Thermal-ში ჩატარდა.
წლევანდელი კარლოვი ვარის კინოფესტივალი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მთავარ კონკურსში სოსო ბლიაძის ფილმი - “ჩემი ოთახი” მონაწილეობს. ფესტივალს რეჟისორი და ასევე, ფილმის მთავარი როლის შემსრულებლები ესწრებიან.
“ჩემი ოთახის” პრემიერა დღეს - 4 ივლისს გაიმართება.
მთავარი პრიზის - კრისტალის გლობუსის ჟიურის თავმჯდომარე გერმანელი რეჟისორი იან-ულე გერსტერია, რომლის პირველი ფილმის პრემიერაც სწორედ კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა.
კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-ელი ივლისიდან 9 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება, გამარჯვებულებსაც 9 ივლისს გამოავლენენ
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Karlovy Vary Internetional Film Festival, ჩემი ოთახი
დაწერე კომენტარი