ახლა, როდესაც ადამიანები დღის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებთ, ქალაქში კი ძალიან ხშირად საცობებია, შოპინგი დამღლელად და მოსაწყენად  იქცა. ალბათ ერთხელ მაინც გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა, რომ საყიდლებზე ჩვენ ნაცვლად სხვა მიდიოდეს. სწორედ ამას გვთავაზობს  Veli.store, ციფრული პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეში შეძლებთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი შეიძინოთ, მიტანის საფასურის გადახდის გარეშე. Veli.store იდეალური არჩევანია, თუ თქვენთვის დრო განსაკუთრებით ძვირფასი რესურსია. საიტი მაქსიმალურად კომფორტულია და საყიდლების პროცესს ამარტივებს. წარმოდგენილი პროდუქციის ფასები, ტრადიციულ რითიეილთან შედარებით კონკურენტულია.



• Veli.store-ზე განთავსებულ შეკვეთას, შეკვეთიდან მაქსიმუმ სამ საათში მიიღებთ

• მიტანა უფასოა 

• საიტზე შეხვდებით განსხვავებულ ასორტიმენტს, პროდუქციას, რომელიც გართულ ბაზარზე არ გვხვდება და მხოლოდ Veli.store-ზეა შეძენა შესაძლებელი 


ამჟამად Veli.store-ს სერვისით სარგებლობა არა მხოლოდ თბილისში, არამედ  გარშემო 13 პუნქტშია შესაძლებელი, რომელთა შორისაცაა: საგურამო, წიწამური, მცხეთა, წყნეთი, ზედა და ქვედა კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წოდორეთი, მუხათწყარო, თხინვალა, ნაფეტვრები, შინდისი და წავკისი,  რაც განსაკუთრებით კომფორტულს ხდის ზაფხულის აგარაკზე გატარებას. ამ ლოკაციებზე, თბილისის მსგავსად შეკვეთას 3 საათის განმავლობაში მიიღებთ, როგორც სამუშაო დღეებში, ასევე შაბათ-კვირას. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები Veli.store-ზე 30%-იანი ქეშბექ აქციით ისარგებლებენ 200 ლარამდე შენაძენზე, ჩვენ კი შემოგთავაზებთ იმ საინტერესო პროდუქტების სელექციას, რასაც Veli.store-ზე შეხვდებით.

 


 ქალებისთვის


სილამაზის კატეგორიაში არაერთ გამორჩეულ პროდუქტს ნახავთ, კატეგორიაში ქვეკატეგორიებად შეგხვდებათ: სახის კანისა და სხეულის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, სუნამოები და ვიტამინები. ამ კატეგორიაში განსაკუთრებით გაგახარებთ Veli.store-ზე Freeza-ს მინი-მაცივრებისა და Dyson პროდუქციის პოვნა. სილამაზის კატეგორიაში ნახავთ მინი-პროდუქტებსაც, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ სხვადასხვა ბრენდის პროდუქტი დატესტოთ და შემდეგ გადაწყვიტოთ სრული ზომის შეძენა. ონლაინმაღაზიაში იპოვით Amazon-ის პროდუქციასაც, მაგალითად, Kindle-ისა და სმარტ სპიკერებს. 

 

 


კაცებისთვის


Veli.store-ზე კაცებსაც მრავალფეროვანი და საინტერესო პროდუქცია დახვდებათ. სილამაზის კატეგორიაში კაცებიც იპოვიან მათთვის საინტერესო პროდუქტებს - თმის, კანისა თუ წვერის მოვლის საშუალებებს. თუ მუსიკა გიყვართ, აუცილებლად გაგახარებთ Marshall-ის საუნდ სისტემისა და Crosley-ს ფირსაკრავების პოვნა.

 

 

ბავშვებისთვის


ძალიან ცოტა საქმეა ისეთი სირთულის, როგორც ბავშვებისთვის სათამაშოებისა თუ სხვა ნივთების შეძენა. დიდ მაღაზიებში, სადაც პატარებს თვალწინ ათასობით პროდუქტი აქვთ, რთულია გადაწყვეტილების სწრაფად მიღება, თუმცა Veli.store-ს საშუალებით ბავშვებთან ერთად საყიდლებზე სიარული უმტკივნეულო პროცესი გახდება. სათამაშოების კატეგორიაში მრავალი ტიპის ნივთს წააწყდებით, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს ალბათ შემეცნებითი სათამაშოები გამოიწვევს, Veli.store-ზე დაგხვდებათ LEGO-ს კონსტრუქტორები, რომელთა აწყობითაც ზრდასრულებიც ისევე გაერთობით, როგორც ბავშვები. გარდა ამისა, ონლაინ მაღაზიაში შეძლებთ შეიძინოთ - სათამაშო ტრანსპორტი, საკოლექციო ფიგურები და ეზოს ტრანსპორტი. Veli.store-ზე სამაგიდო თამაშებსაც იპოვით, რაც საშუალებას მოგცემთ დრო მთელმა ოჯახმა სახალისოდ გაატაროთ. 

 

 

საზაფხულოდ


როგორც უკვე იცით, Veli.store სასურველ პროდუქციას აგარაკზეც მოგიტანთ, რაც ნიშნავს, რომ საზაფხულო საყიდლებიც ონლაინ მაღაზიის საშუალებით შეგიძლიათ აწარმოოთ. ეზოს მოვლის განყოფილებაში იპოვით აუზების მრავალფეროვან არჩევანს, ბავშვებისთვის - ბატუტებს, თუ კი ზაფხულის საღამოების მშვიდად გატარება გიყვართ, შეძლებთ რომ ჰამაკი ან სარწეველა სკამი შეიძინოთ, სამზარეულოს ტექნიკიდან კი შეგიძლიათ Ninja-ს წვენსაწური აირჩიოთ და მთელი ზაფხული აუზის პირას, წვენით ან კოქტეილით ხელში გაატაროთ. 

 

 

 სახლისთვის 


Veli.store-ზე სახლის ნივთების ფართო არჩევანსაც იპოვით. თუ კულინარიით ხართ გატაცებული, განსაკუთრებით დაგაინტერესებთ Ninja-სა და Cuisinart-ის სამზარეულოს ტექნიკა. ზაფხულის ცხელი დღეებს განსაკუთრებით გაგიხალისებთ Cuisinart-ის ნაყინის აპარატი. თუკი ხშირად მასპინძლობთ სტუმრებს, ონლაინმაღაზიაში იპოვით სასმელის მრავალფეროვან არჩევანს, ბარის კატეგორიაში შეძლებთ კოქტეილის მოსამზადებელი ატრიბუტების შეძენას, რაც თქვენთან სტუმრობას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.

სახლის დალაგება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მოსაწყენი საქმიანობაა, Veli.store-ზე შეგიძლიათ Xiaomi-ს რობოტი მტვერსასრუტი შეიძინოთ, რომელიც მტვრის წმენდის პროცესს აგარიდებთ. 

 

 

საჩუქრები


ხშირად საჩუქრის არჩევის პროცესი სასიამოვნოსთან ერთად ძალიან დამღლელია, Veli.store ამაზეც იზრუნებს, ონლაინმაღაზიაში შეძლებთ ყველა ტიპის საჩუქრის ყიდვას. თუ საჩუქარს სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრებით დაინტერესებული ადამიანისთვის ეძებთ, შეგიძლიათ TRX-ისა და Gaiam-ის სპორტული და იოგას ინვენტარი შეიძინოთ. თუ კი ვერ ხვდებით რა საჩუქარი იყიდოთ, ასეთ შემთხვევაში Kikkerland-ის პროდუქციას გირჩევთ, ბრენდის ძალიან სახალისო, მხიარული და ფერადი აქსესუარები ყველა გემოვნების ადამიანს გაახარებს. გარდა ამისა, Veli.store-ზე შეძლებთ წიგნების ყიდვას, ხოლო აუდიო ტექნიკის განყოფილებაში იპოვით ვინილების ფართო არჩევანს, მუსიკის მოყვარული მეგობრებისა თუ ოჯახის წევრებისთვის

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Freeza, Marshall, Ninja, Lego, Cuisinart, Kikkerland