Oberih კიევში არსებულ კოლექტივთან - Understructures-თან თანამშრომლობით შექმნილი წიგნია, რომლის პრეზენტაციასაც LC Queisser და Kona Books ერთობლივად გამართავენ.პროექტი ფანდრაიზინგის მიზნითაა შექმნილი და უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.


წიგნი აერთიანებს ისტორიებს ნივთების შესახებ, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვანუგეშებენ და გვიცავენ, ისტორიებს, რომლებიც პროექტის ავტორებს მეგობრებმა ხმოვანი და მოკლეტექსტური შეტყობინებების, გამოსახულებებისა და ონლაინ პოსტების საშუალებით გაუზიარეს. სწორედ ამიტომ ჰქვია წიგნს Oberih. ეს უკრაინული სიტყვაა და გამოხატავს საგანს, რომელიც გვიცავს.  


წიგნის ავტორები, უკრაინის სხვა მოქალაქეების მსგავსად, მუდმივად მოვლენების ცენტრში არიან, მუშაობენ და ცდილობენ საქველმოქმედო საქმიანობაში მიიღონ მონაწილეობა და შესაბამისად ყოველდღიურად ეჯახებიან ომის შედეგებს.

წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხის 90% გადაირიცხება მოხალისე და ჰუმანიტარული ორგანიზაციების მხარდასაჭერად, რომლებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინაში. ესენია: ateliernormalno, Ukraine Helping Medical Collection, Hospitaliers, IT-Troups, Women Veteran Movement.

წიგნის იდეის და დიზაიანის ავტორია კიევში დაფუძნებული ჯგუფი Understructures, რომლის წევრებიც არიან: დაშა ანოსოვა, ტიმურ ახმეტოვი, ვიტია გლუშჩენკო, ოლჰა ლიუბარკსა, ანნა რიაბოვა, იული რუდენკო.პროექტი განხორციელდა გალერეა LC Queisser-ის, the Eckenstein- Geigy Foundation-ის, Stiftung zur Förderung Aktueller Kunst-ის და Liste Art Fair Basel-ის პირველადი მხარდაჭერით.

 

პრეზენტაცია 7 ივლისს, 16:00 საათზე Kona Books-ში გაიმართება. 

მისამართი - გიორგი მაზნიაშვილის ქუჩა, 10 

 

 

ფოტო: Oberih