თუ შვებულების აღებასა და დასვენებას აპირებთ, დროა დაგეგმვა დაიწყოთ, რადგან ზაფხული ისევე სწრაფად გადის, როგორც შაბათ-კვირა. თუმცა ივლისი სულ ახლახან დაიწყო, ასე რომ მთელი მხიარულება ჯერ კიდევ წინაა. საქართველოში დასვენებას სხვა მრავალ პლუსთან ერთად კლიმატური მრავალფეროვნება გამოარჩევს - შეგიძლიათ დაისვენოთ მთაში ან ზღვაზე, ქალაქთან ახლოს ან ხალხისგან მოშორებით. თიბისი კონცეპტს საზაფხულოდ შეთავაზებები აქვს, რაც დაგეხმარებათ, რომ სწორად შეარჩიოთ სასურველი რეგიონი, სასტუმრო და წელიწადის ყველაზე ხალისიანი პერიოდი კომფორტულ გარემოში გაატაროთ.
ლოპოტა სპა რეზორტი
ალბათ ცოტა სასტუმროა საქართველოში, რომელიც ისეთი პოპულარობით სარგებლობს, როგორითაც კახეთში, ნაფარეულში მდებარე სასტუმრო “ლოპოტა სპა რეზორტი”. სასტუმრო შუაგულ კახეთში, ტბის გარშემოა გაშენებული, ტერიტორია აერთიანებს: სასტუმროს ძირითად შენობას, მაღალი კლასის კოტეჯებს, რამდენიმე რესტორანსა და აუზს, შატო ბუერას მეღვინეობას, ტყეს, სადაც ეკო თერაპიით შეგიძლიათ ისარგებლოთ. “ლოპოტა სპა რეზორტში” გატარებული რამდენიმე დღეც კი საკმარისია, რომ მაქსიმალურად დაისვენოთ. თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურებით შეგიძლიათ სასტუმროში ორი ღამით დაჯავშნოთ ნომერი და 20%-იანი ფასდაკლება მიიღოთ. ფასდაკლება მოქმედებს ორი ნომრის ერთი ღამით დაჯავშნის შემთხვევაშიც.
Chateau Artwine
თელავთან ახლოს, სოფელ ართანაში მდებარე სასტუმრო - Artwine განსაკუთრებით მოეწონებათ ღვინის მოყვარულებს, რადგან სასტუმროს საკუთარი მარანი აქვს და ღვინოს აწარმოებს. Artwine-ის კონცეფცია ქართულ ღვინოსა და სამზარეულოზეა დაფუძნებული. სასტუმროს ტერიტორიაზე მოქმედებს როგორც ქართული, ასევე ევროპული რესტორანი. Artwine-ის მდებარეობა იდეალურია, თუ დასვენებასთან ერთად ახალი ადგილების დათვალიერებაც გსურთ, სასტუმრო ახლოსაა საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და ძველ ქალაქ თელავთან, სადაც შეგიძლიათ ესტუმროთ ერეკლე მეორის სასახლესა და მუზეუმს, გაემგზავროთ წინანდალში ან უბრალოდ ალაზნის ველის ცქერით დატკბეთ. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, სასტუმროს სტანდარტულ ნომრებზე 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.
Crowne Plaza Borjomi
ბორჯომი საუკეთესო მიმართულებაა, თუ დასვენებას ბავშვებთან ერთად გეგმავთ, სამცხე-ჯავახეთში მდებარე პატარა ქალაქი გამოირჩევა ულამაზესი ბუნებითა და მიკროკლიმატით. სასტუმრო Crowne Plaza Borjomi ქალაქის ყველაზე მშვენიერ ადგილას, პარკის გვერდით მდებარეობს და აერთიანებს 101 ნომერს, დახურულ აუზს, სპას, ორ რესტორანსა და საკონფერენციო დარბაზებს. Crowne Plaza Borjomi იდეალურია, თუკი გსურთ, რომ შვებულება მშვიდად გაატაროთ, მაგრამ ახლოს გქონდეთ ნებისმიერი ტიპის კომფორტი. სასტუმროში თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 25%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
Tskaltubo Plaza Hotel
ქუთაისთან ახლოს მდებარე ბალნეოლოგიური კურორტი - წყალტუბო გამოირჩევა სიმწვანითა და ულამაზესი არქიტექტურით. ქალაქში შემორჩენილია საბჭოთა პერიოდის სანატორიუმების ბუნებაში ჩაფლული ნანგრევები, რაც განსაკუთრებით ხიბლავთ სიძველეების მოყვარულებს. Tskaltubo Plaza ქალაქის ცენტრში მდებარეობს, სასტუმროს აქვს კაფე, რესტორანი, ტერასა და ღია აუზი. წყალტუბოში დასვენებისას შეგიძლიათ კოლხეთის დაბლობის მღვიმეები მოინახულოთ, ქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია პრომეთეს კარსტული მღვიმე. გარდა ამისა, წყალტუბოდან შეგიძლიათ ეწვიოთ საქართველოს ყველაზე ძველ ქალაქ ქუთაისს და მოინახულოთ ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნაგებობები. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს Tskaltubo Plaza Hotel-ში 25%-იანი ფასდაკლება დახვდებათ.
Park Hotel Tskaltubo
Park Hotel Tskaltubo კიდევ ერთი სასტუმროა, რომელიც წყალტუბოში გიმასპინძლებთ. მისი დიზაინი ძველ სანატორიუმს ჰგავს, რაც განსაკუთრებით მოხიბლავთ რეტრო სტილის მოყვარულებს. Park Hotel Tskaltubo-ში სტუმრობისას, ორი ან მეტი ღამის დაჯავშნის შემთხვევაში, თიბისი კონცეპტის მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. მათ სასტუმროს რესტორანში 10%-იანი, Be Healthy - Balneological Resort & Spa-ში კი - 15%-იანი ფასდაკლება დახვდებათ.
Sevsamora Resort & Spa
თუ შვებულება არ გაქვთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ქალაქიდან არ უნდა გახვიდეთ ან არ უნდა დაისვენოთ. თბილისთან ახლოს, საგურამოში მდებარე Sevsamora Resort & Spa იდეალურია შაბათ-კვირის გასატარებლად. თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ15%-იანი ფასდაკლებით, ნებისმიერი ტიპის ნომერზე, დამატებით ისარგებლებთ 25%-იანი ფასდაკლებით სასტუმროს სპა ცენტრში, ყველა ტიპის პროცედურაზე.
Dialog Kokhta
თუ სიცხე არ გიყვართ და ზაფხულის გრილად გატარება გსურთ, ალბათ ბაკურიანზე კარგ ადგილს ვერ იპოვით. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანი ძირითადად ზამთრის კურორტად აღიქმება, დაბა ზაფხულშიც ძალიან ლამაზია, ადგილობრივი მიკროკლიმატი კი განსაკუთრებით სასარგებლოა ბავშვებისთვის. Dialog Kokhta უახლესი ქსელის, Dialog-ის პირველი აპარტსასტუმროა თანამედროვე ნომრებითა და ხედით ფიჭვნარზე. Dialog Kokhta განსაკუთრებით კარგი არჩევანია, თუ დასვენებას ბავშვებთან ერთად გეგმავთ. სასტუმროს დაჯავშნისას, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ, ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით.
ბანგურიანი
სასტუმრო “ბანგურიანი” მესტიის ცენტრში მდებარეობს და უძველესი კოშკებითა და ისტორიული ნაგებობითაა გარშემორტყმული. სასტუმროსთან ახლოს მდებარეობს სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის განახლებული მუზეუმი, “ბანგურიანს” ღია კაფე და ტერასა აქვს, რაც საშუალებას მოგცემთ რეგიონის ულამაზესი ხედებით დატკბეთ. თუკი აქტიური დასვენება და ველური ბუნება გხიბლავთ, სვანეთი საუკეთესო არჩევანია ზაფხულის გასატარებლად. მესტია დააინტერესებთ კინოს მოყვარულებსაც, რადგან ქალაქი 10-16 ივლისს სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები “ბანგურიანში” სტუმრობისას 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
გიორგი უშიკიშვილის შატო და მარანი
ახმეტაში მდებარე 18-ნომრიანი სასტუმრო ორი განსხვავებული კონცეფციისა და ისტორიის შენობას აერთიანებს - პირველი ახმეტის სკოლის შენობაა, სადაც ახლა სასტუმროს ნომრებია განთავსებული, მეორე კი გიორგი უშიკიშვილის წინაპრების აგებული კოშკი. სასტუმროში დაგხვდებათ რესტორანი, სადაც კახური კერძების დაგემოვნებას შეძლებთ, ღია აუზი და მარანი. ახმეტა განსაკუთრებით დააინტერესებთ ისტორიის მოყვარულ ადამიანებს, რადგან ამ მუნიციპალიტეტში მდებარეობს “ილტოს” ნამოსახლარი, სადაც შუა ბრინჯაოს ხანის ნამარხებია აღმოჩენილი. თიბისი კონცეპტის მომხმარებლები “გიორგი უშიკიშვილის შატოსა და მარანში” 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: ლოპოტა სპა რეზორტი, Dialog Kokhta, Chateau Artwine, ბანგურიანი, გიორგი უშიკიშვილის შატო და მარანი, Crowne Plaza Borjomi, Tskaltubo Piaza Hotel, Park Hotel Tskaltubo, Sevsamora Resort & Spa
დაწერე კომენტარი