ლეგენდარული მოდელი ქეით მოსი Coca-Cola-ს დიეტური ხაზის, Diet Coke-ს კრეატიული დირექტორი გახდა. ბრენდის განცხადების მიხედვით, მოდელი სასმელს მომავალი თაობების შთაგონების წყაროდ აქცევს. Diet Coke 40 წლის იუბილეს აღნიშნავს, ახალი კრეატიული დირექტორის დანიშვნაც ამ თარიღს უკავშირდება.


როგორც Coca-Cola-ს, ასევე Diet Coke-ს არაერთხელ უმუშავია სხვადასხვა მოდელთან თუ დიზაინერთან ერთად. Diet Coke-ს კოლაბორაციები ჰქონდა კარლ ლაგერფილდთან, ჯერემი სკოტთან და ჯონათან ანდერსონთან, თუმცა კოლაბორაცია ყოველთვის დიზაინის შექმნით სრულდებოდა, ქეით მოსი კი კრეატიულ გუნდზე იქნება პასუხისმგებელი. 


პოპულარობის გაზრდის მიზნით, Diet Coke ითანამშრომლებს კარდი ბისთან და ემილი რატიაკოვსკისთანაც. ქეით მოსი კრეატიულ დირექტორთან ერთად ბრენდის კამპანიის -  Love What You Love-ის ერთ-ერთი სახეცაა. როგორც მოდელმა აღნიშნა, მისთვის Coca-Cola-სთან თანამშრომლობა წარსულშიც ძალიან სასიამოვნო იყო, ამიტომ დათანხმდა შემოთავაზებულ პოზიციას და მზად არის Diet Coke ფანების შთაგონების წყაროდ აქციოს.

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

ფოტო: Dazed, Diet Coke