მთელ მსოფლიოში ადამიანები ეძებენ სხვადასხვა გამოსავალს კორონავირუსის პანდემიასთან გასამკლავებლად. ნიუიორკელმა არტისტმა Gripless-მა ხელოვნება ხალხის  სოლიდარობისთვის გამოიყენა. Gripless უსახელო არტისტია, რომელიც ცნობილ ადამიანებზე, პერსონაჟებსა და მიმდინარე მოვლენებზე შთაგონებით ქმნის ხუმრობებს.

ქვემოთ ნაჩვენები კარიკატურებიდან მიიღებთ მითითებებს, რომლებიც კორონავირუსის დროს უნდა გაითვალისწინოთ. 

1 სურათი

The Simpsons - ნამუშევარი უკავშირდება ადამიანების დისტანციურად მუშაობას. 

Gripless.

2 სურათი

Gripless-მა Patrick Star-ის მიმი ხელების ხშირად დაბანის შეხსენებისთვის გამოიყენა.

Glipless

არტისტის ხელოვნება კორონავირუსის არსებობამ განაპირობა.

3 სურათი


ფრაგმენტი: If You're Reading This It's Too Late.  Drake-ის კრებულიდანაა.

Gripless

ნამუშევრების დიდი ნაწილი შექმნილია Disney-ს და Nickelodeon-ის პერსონაჟებით.

4 სურათი


სიმღერა Hercules-დან - Can Go The Distance. 
Gripless გაიზარდა Disney-ს, Cartoon Network-ისა  და Nickelodeon-ის ფილმებზე. 

მიუხედავად მისი ნამუშევრების კომიკურობისა, ისინი გამოხატავენ პანდემიით დაზარალებული ადამიანების თანაგრძნობას.

5 სურათი


ფილმი The mask 

Gripless

“კორონავირუსი უამრავ ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, ამიტომ მსურდა სოლიდარობა იმ გზით გამომეხატა, რომელიც ვფიქრობდი, სასაცილო და მსუბუქი იქნებოდა”, - ამბობს Gripless.

“პანდემია ყველგანაა და თითოეული ადამიანის საფიქრალია. ყველა ეძებს გასართობ საშუალებებს, ჩემთვის კი სწორედ ეს არის გამოსავალი”.

6 სურათი 

“ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ საშიშ და არაკომფორტულ მოვლენებს მარტივად მივუდგეთ, თუმცა ეს გამოწვევა ზედმეტად დიდია ჩვენთვის და თუ საერთოდ ჩავწვდებით მას, ნამდვილად საშიში იქნება. არ მსურს  ვითარება დავძაბო, ჩემი ხელოვნება ხალხთან ყოფნის ერთადერთი საშუალებაა”.

Glipless

Gripless საკუთარ ხელოვნებას  თერაპიად აქცევს.

7 სურათი

Post malone-ის ხუმრობა მიუთითებს კორონავირუსით გამოწვეული ღონისძიებების გადადებაზე.
Gripless

“მე არ ვარ თერაპევტი, მაგრამ ჩემთვის ხატვა ყოველთვის იყო იარაღი, სირთულეებთან გასამკლავებლად. ვხვდები, რომ ეს არის მნიშვნელოვანი სხვა ადამიანებისთვისაც. ეს საქმე რომ არ შემეძლოს, წარმოდგენაც არ მაქვს, სად შეიძლებოდა ვყოფილიყავი, კარანტინზე რომ აღარაფერი ვთქვათ”.

Gripless-ის საყვარელი ნამუშევარი Dr. Seuss-ის წიგნის შთაგონებითაა შექმნილი.

8 სურათი



Oh, The Places You'll Go!   Dr. Seuss-ის საბავშვო წიგნია, რომელიც 1990 წელს გამოიცა  და კვლავ დიდი პოპულარობით სარგებლობს. Gripless-მა ამ წიგნის ყდისთვის თავისებური ვერსია შექმნა და სათაური ასე გადააკეთა: Oh, The Places You Won't Go!

Gripless

Gripless იმედოვნებს, რომ მისი ნამუშევრების დათვალიერებისას ადამიანები გაანალიზებენ მთავარს, “რომ ჩვენ ყველა ერთსა და იმავეს განვიცდით”. 

9 სურათი


CatDog საბავშვო სანახაობაა, რომელიც ძალიან პოპულარული იყო 90-იან წლებში.

Gripless

“თუ ადამიანები ჩემს ნამუშევრებს გააზიარებენ და გაეცინებათ, ანდა, თუ ერთ ადამიანს მაინც დავეხმარები ნეგატიური ფიქრებისგან განსამუხტად, მაშინ ვიტყვი, რომ გავაკეთე ის, რისი გაკეთებაც ასე ძალიან მინდოდა და ვიქნები ამაყი. მიზანი  გაზიარება ან არგაზიარება კი არა, ადამიანების გაღიმებაა”. 

10 სურათი

Fairly Oddparents-ის პერსონაჟები, Cosmo და Wanda, შენიღბულნი არიან საპნად და ტუალეტის ქაღალდად.

Gripless

ახლა ზუსტად ის დროა, Gripless-ს კორონავირუსზე ხუმარა იდეები რომ  გაუგზავნოთ.

“მეგობრები და ოჯახის წევრები მუდმივად მიზიარებენ თავიანთ იდეებს, მაგრამ ახლა ხალხი რაღაცას მოუთმენელად ელის, ამიტომ მე მათ ველი”.

Gripless-ის შემოქმედების სანახავად ან იდეების გასაგზავნად ეწვიეთ მის ინსტაგრამის გვერდს  აქ.