Saint Laurent-ის პროექტი SELF სრული პიროვნული და კრეატიული თავისუფლების გამოვლინებაა, ის აერთიანებს ნამუშევრებს, რომლებიც ხელოვნებისა და მოდის კავშირს წარმოადგენენ და ერთიანდებიან მრავალფეროვნების, ინდივიდუალურობისა და თავდაჯერებულობის კონცეფციით. 


SELF-ის ფოტოგრაფებს, არტისტებსა და რეჟისორებს Saint Laurent-ის კრეატიული დირექტორი ენტონი ვაკარელო ირჩევს, შემდეგ კი მათ სრულ თავისუფლებას ანიჭებს, რომ შექმნან ნამუშევრები, როგორც კომენტარი  თანამედროვე საზოგადოების შესახებ. 


ამჯერად SELF გვთავაზობს  დაიდო მორიიამასთან, ვანესა ბიკროფტთან, ბრეტ ისტონ ელისსთან, გასპარ ნოესა და აბელ ფერერასთან კოლაბორაციას. გარდა ამისა, SELF-ის მეშვიდე გამოშვებამ შემოგვთავაზა Magnum-ის სააგენტოს ექვსი ფოტოგრაფის გამოფენა, რომელიც ერთდროულად მსოფლიოს ექვს ქალაქში - პარიზში, ლონდონში, ნიუ-იორკში, სეულში, შანხაისა და ტოკიოში 9-12 ივნისს გაიმართა. 


ნიუ-იორკში ნაჩვენები იყო ალექს ვების მკვეთრი ფერებითა და გეომეტრიული ფიგურებით გამორჩეული ნამუშევრები, ლონდონში ოლივია არტურის ფოტოები ადამიანებისა და მათი ურთიერთობების შესახებ. პარიზი ჰარი გრუიარს მასპინძლობდა, რომელმაც აეროპორტებში გადაღებული სურათები გამოფინა, სეული - დესუნგ ლის პანდემიისა და ლოკდაუნის გამოცდილებას. შანხაიში Birdhead-ის გამოფენა მოეწყო, რომელიც ბუნებისა და ცოცხალი არსებების ჰარმონიას წარმოადგენდა, ტოკიოში კი ტაკაში ჰომას ურბანული ფოტოების ნახვა.

 

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Hypebeast