კარლოვი ვარის კინფოესტივალის ისტორიაში მეორედ, პრიზი ქალის საუკეთესო შესრულებისთვის გაიყო და ორ ქართველ მსახიობს - მარიამ ხუნდაძესა და თაკი მუმლაძეს გადაეცათ. 


პირველად ასეთი პრეცედენტი აბდელატიფ კეშიშის ფილმის Blue Is the Warmest Color-ის შემთხვევაში მოხდა, როდესაც პრიზი ლეა სედუსა და ადელ ექსარკოპულუსს გადასცეს.


მარიამ ხუნდაძე და თაკი მუმლაძე მთავარ როლებს ასრულებენ სოსო ბლიაძის ფილმში "ჩემი ოთახი", თაკი მუმლაძე მთავარ როლთან ერთად სცენარის თანაავტორიცაა.

 

 

 

ავტორი: ლიზა ალფაიძე

 

ფოტო: Karlovy Vary International Film Festival, მარიამ ხუნდაძე