თვინ პიქსის თაყვანისმცემლებისთვის კარგი ამბავი გვაქვს: კაილ მაკლაქლანმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და  მაყურებლებს საკულტო სატელევიზიო შოუს 30 წლის იუბილეს ონლაინ წვეულებით აღნიშვნა შესთავაზა.

 
 
 
 
 
View this post on Instagram
 
 
 
 
 
 
 
 
 

As thanks to you wonderful fans, I'll be going Live here on Instagram at 1:20 PM PST on Wednesday 4/8 talking all things #TwinPeaks for the 30th Anniversary. (And I might have a mystery guest with me too 🤔). Leave some questions about the show below and we might answer you! And catch the full schedule for the #TwinPeaksWatchParty in my highlights!

A post shared by Kyle MacLachlan (@kyle_maclachlan) on

 

„საკუთარ თავში შინაგანი ბეთჰოვენი აღმოვაჩინე“, - იწყებს იგი და თმაზე მიგვანიშნებს, რომელიც კომპოზიტორის ვარცხნილობას ნამდვილად ჰგავს, შემდეგ აგრძელებს: „მომისმინეთ, შევამჩნიე, რომ ზოგი თქვენგანი ისევ თვალს ადევნებს, იმეორებს ან, საერთოდ, ახლა იწყებს თვინ ფიქსის ყურებას. ვიფიქრე, დრო დაგვეთქვა და ერთად გვეყურებინა თქვენი საყვარელი სერიისთვის“. ვიდეოს მან ტექსტიც დაურთო: „კომენტარებში დაწერეთ, რომელი სერიის ნახვას ისურვებდით პირველი და მეორე სეზონებიდან.“


წვეულება დღეს სერიალის 30 წლის იუბილის აღსანიშნავად გაიმართება. შარშან საშუალო სკოლა, სადაც თვინ ფიქსი გადაიღეს, დაინგრა, თუმცა, საბედნიეროდ, სერიალის შემქმნელმა  დეივიდ ლინჩმა რამდენიმე განსაკუთრებული ადგილი - ნაპირთან მდგარი მეხანძრის სახლიდან დაწყებული, წითელი ოთახით დამთავრებული - ვირტუალურ რეალობად აქცია.


მისტიკური დრამა პირველად ტელეეკრანებზე 1990 წლის აპრილში გამოჩნდა, ხოლო ბოლო სერია 1991 წლის ივნისში გამოვიდა, თუმცა შემდეგ სერიალი განაახლეს და მაკლაქლანის, სქაი ფერეირასა და ლორა დერნის შესრულებით ახალი სერია 2017 წელს გამოვიდა. ინტერნეტში ჭორები გავრცელდა, რომ  შოუ ისევ ბრუნდება, თუმცა ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ახალი ამბავი არ გავრცელებულა.