Reckless თინეიჯერებზე, მათ სურვილებზე, ტკივილსა და პროტესტზე მორგებული ბრენდია. მის შექმნაში თინეიჯერები მონაწილეობენ. სწორედ ამიტომ, Reckless-ის თითოეული ნივთი კონკრეტული იდეის, ფიქრისა და ემოციის ფიზიკური განსახიერებაა და მოზარდის ცხოვრების ამბავს ჰყვება.
ბრენდი ორი წელია არსებობს და აქამდე მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით შემოიფარგლებოდა, თუმცა მალე კოსტავას 9 ნომერში Reckless-ის პირველი შოურუმი გაიხსნება. სივრცე მაქსიმალურად მოერგება ბრენდის ფილოსოფიას და უბრალოდ მაღაზია არ იქნება, აქ მომხმარებელს ტანსაცმელთან ერთად დახვდება ექსკლუზიური ნივთები, რომელსაც ონლაინ ვერ ნახავს, გარდა ამისა, Reckless-ის შოურუმი ერთგვარ შეკრების ადგილად იქცევა მოზარდებისთვის, სადაც ტანსაცმლის, სხვადასხვა ნივთების, წიგნებისა და აქსესუარების შეძენა იქნება შესაძლებელი.
Reckless-ის დამფუძნებელი სალომე გველესიანია, რომელმაც ბრენდი შვილის ხსოვნას მიუძღვნა. მის მთავარ ღერძად მოზარდების სამყარო, მათი ბედნიერება, ბრაზი, წინააღმდეგობები თუ გემოვნება აირჩია და საბოლოო ჯამში შექმნა ერთგვარი თავშესაფარი, სადაც თინეიჯერები თავისუფლდებიან საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისა და სტერეოტიპებისგან და მათ ზუსტად ისეთებად იღებენ, როგორებიც არიან.
ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: Reckless
დაწერე კომენტარი