ავეჯის, განათებისა და აქსესუარების მაღაზია Castello იტალიური, ამერიკული, გერმანული, ინგლისური  და სხვა ევროპული ბრენდების უმსხვილესი ოფიციალური დილერია საქართველოში, რომელიც მომხმარებელს საშუალო და პრემიუმ კლასის ავეჯის პროდუქციასა და მუდმივად განახლებად ტრენდულ კოლექციებს სთავაზობს. ინტერიერის სივრცეში წარმოდგენილია მრავალფეროვანი პროდუქცია, განსხვავებული სტილისა და დიზაინის ავეჯი და საყოველთაოდ ცნობილი ექსკლუზიური აქსესუარები. სწორედ ამიტომ, Castello-ში სასურველ ნივთს ყველა გემოვნების ადამიანი იპოვის.

 
Castello-ს გუნდი ორიენტირებულია მუდმივ წინსვლასა და სიახლეებზე. შესაბამისად,  ბათუმში ახალი ფილიალის გახსნიდან ორიოდე თვეში თბილისში მომხმარებლის წინაშე წარდგა მნიშვნელოვნად გაფართოებული და განახლებული შოურუმით, რომელიც მოიცავს ატრიუმსა და სამ სხვადასხვა დონეზე/სართულზე ბრენდების მიხედვით განლაგებულ კონცეპტუალურ სივრცეს. აქ მსოფლიო დიზაინის წამყვან სხვა ბრენდებთან ერთად შეხვდებით Pregno-ს ახალი ხაზის - UTOPIA-ს ექსპოზიციას, რომლის დიზაინიც საშუალო საფასო სეგმენტის მიუხედავად, გულგრილს ვერ ტოვებს ვერც დამთვალიერებელს, ვერც ინტერიერის დიზაინის მოყვარულებსა და ვერც დარგის ყველაზე კრიტიკულად განწყობილ პროფესიონალებს.



Pregno პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდია, რომელიც 1970-იანი წლებიდან არსებობს და ქმნის როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე ავეჯს. ბრენდი მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მასალებს იყენებს და თითქოს განუხორციელებელ იდეებს დიზაინად გარდაქმნის. Pregno  დახვეწილი სტილისა და თანამედროვე მინიმალიზმის ერთგვარი სინთეზია, რომლის დიზაინერებსაც სწამთ, რომ ავეჯი საკუთარი თავის გამოხატვის ერთგვარი საშუალებაა, მას ფუნქციურ დატვირთვასთან ერთად პერსონალური სტილიც უნდა გამოარჩევდეს. სწორედ ამიტომაა, რომ Pregno-ს კოლექციები ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანია.

ძალიან საინტერესოა უშუალოდ მუშაობის პროცესიც, რადგან Pregno აერთიანებს ტრადიციულ და ინოვაციურ მიდგომებს. ბრენდი დღემდე იყენებს დამფუძნებლის, ტულიო პრენიოს მიერ შემუშავებულ ხის დამუშავების მეთოდს, თუმცა ამასთანავე ქმნის ისეთ ახლებურ ტექნოლოგიებს, როგორიცაა WaterSilk და ICE.

 

WaterSilk არის Pregno-ს მიერ დაპატენტებული ორგანული, წყალზე დაფუძნებული საფარი, რომელიც მასალებს აბრეშუმის მსგავს, რბილ სტრუქტურას სძენს.  ICE-იც ბრენდის მიერ შემუშავებული მეთოდია, რაც გულისხმობს ავეჯის ზედაპირზე ისეთი ფინიშინგის დატანას, რომელიც ჰაერთან ურთიერთობისას გაყინულის ეფექტს ქმნის. ICE-ს ტექნოლოგიას როგორც ხის, ასევე მინის ზედაპირებზე, ინტერიერის დიზაინში განსაკუთრებულად დახვეწილი შტრიხები შეაქვს.



Pregno-ს უახლესი კოლექცია - UTOPIA, რომელიც Castello-ს კონცეპტუალურ შოურუმში დაგხვდებათ, აერთიანებს ელეგანტურ და თანამედროვე ავეჯს სახლისათვის. კოლექციაში წარმოდგენილი პროდუქცია სხვადასხვა საცხოვრებელი ზონების მიხედვითაა სეგმენტირებული. სასადილო ზონაში დაგხვდებათ ევკალიპტის ელეგანტური ფასადის მქონე ხის კონსოლი, ოვალური მაგიდა, რომელიც ხისა და გრავირებული მინის ჰარმონიული სინთეზის შედეგად იქმნება. ასევე Pregno-ს ბრენდის იდენტობის მატარებელი ფუტურისტული სტილის  სკამები მეტალის კარკასით. მისაღები ოთახის ზონაში წარმოდგენილია მრავალფუნქციური და დახვეწილი დიზაინის კუთხის ტყავის დივანი, რომლის შესაძლო კონფიგურაცია და გარდასახვის პოტენციალი შეკვეთის შემთხვევაში იმდენად დიდია, რომ იგი თავისუფლად ადაპტირდება ნებისმიერი სივრცის ინტერიერთან. არასტანდარტული, თუმცა კომფორტული და მოცულობითი სავარძლები ტყავის შემოკრული დეტალებით ექსტერიერზე და მრგვალი ყავის მაგიდა მისადგამით სეტში. საძინებელ ზონაში კი შეიძენთ რბილი ქსოვილით და ევკალიპტის ხის ფინიშინგით გაფორმებულ ე.წ. კინგსაიზ ზომის საწოლს ორიარუსიანი თავით. ხეში, ტყავის კაპიტონესა და შუშაში გადაწყვეტილ ტუმბოებს.  ასევე ოპტიმალური ზომის, საოცრად ელეგანტურ მაკიაჟის მაგიდას მანათობელი სარკით.


წარმოდგენილ პროდუქციას გამოარჩევს მარტივი, თუმცა საოცრად დახვეწილი ფორმები და გეომეტრია, რაც განაპირობებს მათ თავსებადობას ნებისმიერი ტიპის ინტერიერთან. დიზაინში ძირითადად ბუნებრივი, თბილი ფერები და მასალებია გამოყენებული, რის ხარჯზეც ავეჯი სიმსუბუქეს იძენს. ხისა და ქვის, ტყავისა და რბილი ქსოვილების შერევა კი კლასიკური და თანამედროვე სტილის ჰარმონიულ, დაბალანსებულ სინთეზს ქმნის.