მაშინ როდესაც უკვე ყველას მობეზრდა თვითიზოლაციაში ყოფნა, ფრენკ ოუშენმა თაყვანისმცემლები ორი სიმღერის აკუსტიკური ვერსიით გაახარა. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმღერები ახალი არ არის, აქამდე მათი მოსმენა მხოლოდ 7-ინჩიანი ვინილების მეშვეობით შეიძლებოდა.


მომღერალმა ორივე სიმღერა პირველად ღამის კლუბ PrEP+ - ში იმღერა, თუმცა რადგან ღონისძიება კამერების გარეშე ტარდებოდა, ისინი სოციალურ ქსელებში გუშინდლამდე არ ატვირთულა. იმავე დღეს Jusitce-მა და Sango-მ ფრენკ ოუშენის ამ სიმღერების რემიქსები დაუკრეს, რომლებიც ვინილის B მხარეს არის ჩაწერილი, თუმცა მათი ინტერნეტში ნახვა ჯერჯერობით შეუძლებელია.


სიმღერებმა - Dear April და Cayendo - მსმენელის დიდი სიყვარული უკვე დაიმსახურა. სხვადასხვა სოციალურ პლატფორმებზე მომღერლის თაყვანისმცემლები სამადლობელ პოსტებს აქვეყნებენ და აღნიშნავენ, რომ ეს სწორედ ის არის, რაც მათ თვითიზოლაციაში სჭირდებოდათ.