ჩვენ მიერ შეძენილი თითოეული ახალი ნივთი, ინტერიერის ობიექტი, სამოსი თუ აქსესუარი ხშირად განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაშინ იძენს, როცა ჩვენთვის საყვარელი ფილმის სიუჟეტს ან კარგად ნაცნობ საკულტო პერსონაჟს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ კინოსურათს შეიძლება ზოგჯერ რეალობის საპირისპირო მოვლენების ჯაჭვად აღვიქვამდეთ, საბოლოო ჯამში მასში შთაგონების სახით ბევრი რამ შეიძლება აღმოვაჩინოთ ისეთი, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იპოვის თავის ადგილს, მას კიდევ უფრო საინტერესო მნიშვნელობას შესძენს და რაც მთავარია რეალობაში გაგვიცოცხლებს იმ შეგრძნებას, რომელიც საყვარელი ფილმის პირველად ნახვისას დაგვეუფლა. გიფიქრიათ რომ კოქტეილი, ერთ-ერთია მათ შორის, რომლის შექმნის შთაგონება და მომზადების წესი საყვარელი გმირებისგან შეგიძლიათ მიიღოთ? ამ სტატიაში სწორედ იმ სასმელების ჩამონათვალს და რეცეპტებს გაგაცნობთ, რომელთა მომზადება სახლის პირობებში, ონლაინ მაღაზია Veli.Store-ში შეძენილი ინგრედიენტებისგან მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ. ახალი ციფრული პლატფორმა, რომელიც აჭარა ჯგუფის მიერ სპეციალურად იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვისთვისაც დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია, საშუალებას გვალევს სახლიდან გაუსვლელად ფართო ასორტიმენტის პროდუქცია მიტანის საფასურის გადახდის გარეშე თბილისსა და მის გარშემო ცამეტ პუნქტში შევიძინოთ.
Champagne Cup - სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი
ალბათ ყველას ახსოვს სცენა უეს ანდერსონის ფილმიდან "სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი" - თუ როგორ ბრუნდება მისიე გუსტავი მთებში, ტყეებსა და ციხეში გადახდენილი უსიამოვნო თავგადასავლებიდან კვლავ სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტში, სადაც მდიდარ ქერათმიან მოხუც ქალბატონებთან ერთად Champagne Cup-ის კოქტეილს მიირთმევს და იმ მოსალოდნელ ტრიუმფს აღნიშნავს, რომელიც წარსულის მიუხედავად, გრანდ ბუდაპეშტში კვლავ ელოდება. სასმელი, რომლის რეცეპტი სიძველითა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, პირველად 1862 წელს ჯერი ტომასის კოქტეილების წიგნში - How to Mix Drinks აღმოაჩინეს. მისი მომზადების წესი დღემდე უცვლელად რჩება და იმდენად მარტივია, რომ ნებისმიერ ჩვენგანს სახლის პირობებშიც კი შეუძლია მოამზადოს, ამისათვის საჭიროა მხოლოდ შამპანიურის ჭიქა, 25 მლ ბრენდი, 12.5 მლ ფორთოხლის ლიქიორი, ე.წ. Maraschino-ს ალუბალი და, რა თქმა უნდა, მისი მთავარი ინგრედიენტი მაღალი ხარისხის შამპანიური, რომლის შეძენას ონლაინ-მაღაზია Veli.Store-ში შეძლებთ.
Mulled Wine - ამელი
1997 წლის 30 აგვისტოს ამელის გადახდება ამბავი, რომელიც მის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის. საინფორმაციო გამოშვებაში პრინცესა დაიანას გარდაცვალების შესახებ ცნობა იმდენად მოქმედებს მასზე, რომ ხელიდან სუნამოს თავსახური უვარდება, რომელიც ძირს გორდება და სააბაზანოს ფილას ეჯახება. კედლის სიღრმეში ამელი 40 წლის წინ პატარა ბიჭის მიერ დამალულ ყუთს აღმოაჩენს, რომელიც უამრავ მოგონებას ინახავს. ამელი გადაწყვეტს იპოვოს ის ადამიანი, რომელსაც ბავშვობის ყველა ეს მოგონება ეკუთვნის. თუმცა რამდენიმე ცდის მიუხედავად, მის პოვნას ვერ ახერხებს. იმედგაცრუებული ამელის ცხოვრებაში სწორედ ამ დროს მეზობელი ქალი ჩნდება, რომელიც ფასდაუდებელ ინფორმაციასთან ერთად ამელის Mulled Wine-ით სავსე ჭიქას აწვდის. ეს ტრადიციული ზამთრის სასმელი, რომელსაც, როგორც წესი, საშობაო წვეულების, ჰელოუინის ან მადლიერების დღეს მიირთმევენ ხოლმე, ძალიან მარტივი მოსამზადებელია. შატო მუხრანის წითელ მშრალ ღვინოს, რომელსაც Veli.Store-ში შეიძენთ, დაუმატეთ 50-მლ ჯინი, 12 მარცვალი მიხაკის ყვავილი, ცოტაოდენი მუსკატის კაკალი, დარიჩინი, სპეციალური მოსარევით შეურიეთ 75 მილიგრამი თაფლი და ერთი ნაჭერი ფორთოხლისა და ლიმონის კანი.
Moloko Plus - მექანიკური ფორთოხალი
Moloko Plus ალექს დელარჯისა და მისი გროტესკული დაჯგუფების საყვარელი კოქტეილია, რომელსაც ისინი Korova Milk Bar-ში აგემოვნებენ. საინტერესოა, რომ სტენლი კუბრიკის მიერ მექანიკურ ფორთოხალში გამოყენებული ეს სასმელი, ენტონი ბერჯესის რომანშიც გვხვდება. სხვადასხვა ლიტერატურაში Moloko Plus-ის რამდენიმე განსხვავებული რეცეპტი არსებობს, თუმცა საკულტო ფილმის კოქტეილთან ყველაზე ახლოს არის რეცეპტი, რომლის მიხედვითაც 25 მლ აბსენთი, 50 მლ ნაღების ლიქიორი, 125 მლ რძე, 12.5 მლ შაქრის სიროფი უნდა შეურიოთ და ზუსტად ისეთ მაღალ ჭიქაში უნდა ჩამოასხათ, როგორითაც სასმელს ფილმის მთავარი გმირები მიირთმევენ.
Sweet Vermouth - ზაზუნას დღე
რეპორტიორ ფილ კონორსისთვის, რომელიც ზაზუნას დღის ყოველწლიური დღესასწაულიდან ამინდის პროგნოზს გვაცნობს, როგორი უცნაურიც უნდა იყოს 2 თებერვალი სამუდამოდ იწელება. მიუხედავად მისთვის აუხსნელი მოვლენისა, კონორსი მალევე იაზრებს, რომ შეუძლია ეს მოცემულობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. თავის პროდიუსერთან, რიტასთან დაახლოების პროცესში კი ბარში საყვარელ სასმელს Sweet Vermouth-ს უკვეთს, რომლითაც ტრადიციულად მსოფლიო მშვიდობის სადღეგრძელოს ამბობს. ბილ მიურეის პერსონაჟის ამ საყვარელი სასმლის მოსამზადებლად კი, რომლის ისტორია მე-18 საუკუნის ტურინში იწყება, სულ სამი ინგრედიენტი: 50 მლ ტკბილი ვერმუტი, ყინული და ლიმონის კანი დაგჭირდებათ.
Russian white - დიდი ლებოვსკი
ჯოელ და ეთან კოენების მიერ გადაღებული კრიმინალური კომედიიდან - The Big Lebowski მაყურებელი ბევრი საკულტო ნივთს, სამოსს თუ მომენტს გაიხსენებს. მათ შორისაა The Dude-ის საყვარელი სასმელი White Russian, რომელსაც მთავარი გმირი თავისივე ხელით ამზადებს, ამისათვის კი მხოლოდ ვისკის ჭიქას, 50 მლ არაყს, 25 მლ ყავის ლიქიორსა და 25 მლ ნაღებს იყენებს. სასმელი, რომელიც სინამდვილეში 1960-იანი წლების ამერიკაში შეიქმნა, დღეს ყველაზე ხშირად ამ საკულტო ფილმის სცენართანაა დაკავშირებული.
დაწერე კომენტარი