არაფერი უხდება საზაფხულო წვეულებებს ისე, როგორც კოქტეილები, მაღალ ჭიქებში ჩამოსხმული სასმელი და არომატების მრავალფეროვნება. სწორედ ასეთი სიტუაციებისთვისაა HENDRICK’S GIN - იდეალური, რომელიც  ერთხელ მაინც თუ გასინჯეთ, აღარასდროს შეგეშლებათ სხვა სასმელში, რადგან მისი არომატი, სრულიად განსხვავდება ტრადიციული გემოსგან. HENDRICK’S GIN მზადდება კიტრისა და ვარდის ფურცლების ინფუზიით, რაც განაპირობებს მის უჩვეულო, მსუბუქ არომატს.


HENDRICK’S GIN შოტლანდიურ კომპანიას,  William Grant & Sons-ს ეკუთვნის, რომელიც ოჯახური ბიზნესია და მე-19 საუკუნიდან აწარმოებს სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს. უშუალოდ ჯინის ისტორია 1988 წელს იწყება, როდესაც კომპანიაში ლესლი გრეისიმ დაიწყო მუშაობა. ქალს ევალებოდა შეექმნა პრემიუმ ხარისხის ჯინი. არომატზე 11 წლის განმავლობაში მუშაობდა. საბოლოოდ, ტრადიციულ, ღვიის არომატს კიტრისა და ბულგარული ვარდის ინფუზია დაემატა და სრულიად ახლებური სასმელი გაჩნდა. ჯინის სახელი გრანტების ოჯახის ყველაზე ხანდაზმულმა წევრმა, ჯენეტ შიდ რობერტსმა მოიფიქრა -  სასმელს, რომელსაც ყვავილებისა და მცენარეების არომატი აქვს, HENDRICK’S ოჯახის მებაღის პატივსაცემად დაერქვა. 


ბრენდი არ წყვეტს ექსპერიმენტებს და პერიოდულად მომხმარებელს ლიმიტირებულ ჯინს სთავაზობს, განხვავებული არომატებითა და კონცეფციით. ყველა ეს გემო დღემდე ერთი ადამიანის, ლესლი გრეისის მიერ იქმნება. როგორც გრეისი აღნიშნავს, მისთვის HENDRICK’S GIN გასართობ მოედანს წარმოადგენს, სადაც საშუალება აქვს დააკვირდეს, თუ როგორ ერწყმის განსხვავებული გემო და არომატი ერთმანეთს. 


საინტერესოა, რომ HENDRICK’S GIN-ით მომზადებულ კოქტეილებში, ნაცვლად ლიმონისა და ლაიმისა, კიტრი გამოიყენება. მისი არომატი სასმელს განსაკუთრებულ, გამომაცოცხლებელ ეფექტს სძენს და HENDRICK’S GIN-ს შეუცვლელს ხდის ზაფხულის ცხელ ამინდში. გარდა ვარდის და კიტრისა, სასმელში გამოყენებულია 11 განსხვავებული არომატის ბალახი. ეს სინთეზი ქმნის გემოთა ერთგვარ სიმფონიას, რის შედეგადაც ვიღებთ ჯინს, მსუბუქი, მაგრამ მრავალფეროვანი გემოთი, რომელიც იდეალურია როგორც კლასიკური, ასევე არასტანდარტული კოქტეილების მოსამზადებლად. 

ჯინს შოტლანდიაში, The HENDRICK'S GIN Palace-ში, ზღვისპირა სოფელ გირვენში ამზადებენ, რომელიც მისტიკურ კუნძულ ალისა კრეიგს გადაჰყურებს. უშუალოდ ის სივრცე, სადაც სასმელს ხდიან, მე-19 საუკუნეშია აშენებული, სწორედ ამიტომ გვხვდება სასმლის შეფუთვასა და ეტიკეტის დიზაინში ვიქტორიანული პერიოდისთვის დამახასიათებელი სტილი.  საინტერესოა HENDRICK’S GIN-ის წარმოების მეთოდიც, სასმელს ერთდროულად ორ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ქვაბში ხდიან, რომელთაგან ერთ-ერთიც მე-19 საუკუნეში, სპილენძისგანაა დამზადებული, ქვაბებში არომატები განსხვავებულად ზავდება, სწორედ ამიტომ, საბოლოოდ მიღებულ ჯინს უჩვეულო და დაბალანსებული გემო აქვს. ბრენდი ყოველწლიურად მხოლოდ 500 ლიტრ ჯინს ასხამს, რაც, ერთი მხრივ, განაპირობებს სასმლის ექსკლუზიურობას, მეორე მხრივ კი, მის შემქმნელს, ლესლი გრეისის თითოეული ბოთლის პირადად, გულდასმით შემოწმების საშუალებას აძლევს. 

ავტორი: ლიზა ალფაიძე
ფოტო: HENDRICK’S GIN, Economist