რამდენიმე დღის წინ თბილისში Les Twins-თან კოლაბორაციის ფარგლებში შექმნილი Hennessy Very Special-ის პრეზენტაცია შედგა, სადაც დამსწრე საზოგადოებამ ბრენდის კარგად ნაცნობი პროდუქტი სრულიად ახალი ფორმით ხელახლა გაიცნო. თბილისში გამართულ ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე თანამედროვე ქართველი ხელოვანები და მუსიკოსებიც წარსდგნენ, მათ შორის სანდრო ფოფხაძე, იგივე Dro, რომელიც ღონისძიების წამყვანი და მთავარი პერფორმერი იყო, ასევე მიშიკო სულაკაური, რომელიც საღამოს განმავლობაში დამსწრე სტუმრებთან ერთად Hennessy-ს კედლის მოხატვაში იღებდა მონაწილეობას. Hennessy-ის ბოთლის დიზაინზე ამჯერად ფრანგული ურბანული შემოქმედებითი მოძრაობის წარმომადგენლებმა - ლორენ და ლარი ბურჟუებმა (იგივე Les Twins-მა) იმუშავეს. ხელოვანებმა აქამდე განხორციელებული კლასიკური კოლაბორაციული პროექტებისგან სრულიად განსხვავებული მიდგომით ჰენესის ბრენდის ფილოსოფიას ქუჩის ხელოვნება, ე.წ. Freestyle ცეკვა, ორიგინალური მუსიკა და ტანსაცმლის პირველი კაფსულა-კოლექცია დაუკავშირეს.
ჰენესისა და Les Twins-ის მულტიმედია კოლაბორაციით - სახელწოდებით Move out Loud - ბრენდმა ხაზი გაუსვა ფრანგული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას და ამავე დროს თავისი ფორმით და შინაარსით ბრენდის ხედვის სრულიად ახალი ჰორიზონტი დაგვანახვა. ბრენდმა კოლაბორაციის ფარგლებში შექმნა შემოქმედებითი პლატფორმაც მათთვის, ვისთვისაც ცეკვა, მუსიკა და მოდა ცხოვრების სტილის განუყოფელი ნაწილია.
"ჰენესისთან ერთად მუშაობა სცენაზე ახალი ენერგიით გასვლას ჰგავს. ეს არის ბრენდი, რომელიც არ უშინდება განსხვავებული სტილი და საგნები ერთმანეთში შეურიოს, ეს სწორედ ის იდეაა, რასაც ჩვენ ჩვენი მოძრაობით გამოვხატავთ, გამოცდილება კი, რომელსაც Hennessy Very Special-თან თანამშრომლობით ვიღებთ, ჩვენი ცეკვის ხასიათსაც კი ცვლის". - ამბობენ ხელოვანები კოლაბორაციის შესახებ.
Hennessy Very Special-ისა და Les Twins-ის კოლაბორაცია საინტერესოა იმ მხრივაც, რომ თანამშრომლობის ფარგლებში ბევრი ისეთი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც ამ ყოველწლიური ტრადიციული ლიმიტირებული გამოშვების ბოთლის დიზაინის შექმნისას აქამდე უჩვეულო იყო. თითოეული ეს ნაბიჯი კი კონცეპტუალურად, მრავალმხრივი მედიუმების გამოყენების გზით, ჰენესის კონიაკის შექმნის საინტერესო პროცესს უკავშირდება. პირველად ისტორიის განმავლობაში Hennessy Very Special-ის ლიმიტირებული რაოდენობის ბოთლი წარმოდგენილია ორი დიზაინით, რომელიც, ერთი მხრივ, გამოხატავს ლორენისა და ლარის ინდივიდუალურ სტილს, მეორე მხრივ კი, გვიჩვენებს ჰენესის კონიაკის ვიზუალურ იდენტობას, შეფუთვაზე დატანილი QR კოდი კი ამ სრულიად განსხვავებული მოძრაობის შესახებ ბევრ საინტერესო დეტალს გვიყვება.
Hennessy Very Special-ისა და Les Twins-ის კოლაბორაციით შექმნილი ლიმიტირებული გამოშვების სასმლის შეძენა უკვე საქართველოშიც, მათ შორის Wolt-ზე Moet Hennessy-ს მაღაზიაშია შესაძლებელი.
დაწერე კომენტარი