კარგი საჩუქრის არჩევა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ ძებნის პროცესი ხშირად რთული და დამღლელი ხდება. ციფრული პლატფორმა Veli.store ერთ სივრცეში გთავაზობთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს, რომელთაც მიტანის საფასურის გადახდის გარეშე შეიძენთ - თბილისსა და ქალაქის გარშემო 13 პუნქტში სამი საათის განმავლობაში მიიღებთ. Veli.store-ზე იპოვით საჩუქრებს როგორც სხვებისთვის, ასევე საკუთარი თავისთვის, თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის საჩუქრის შერჩევისას, შეგიძლიათ მისი გამორჩეულად შეფუთვა და კეთილი სურვილებით სავსე ბარათთან ერთად ადრესატთან გაგზავნა ველის მიანდოთ. Veli.store თავისი განსხვავებული შესაფუთი ქაღალდებითა და ბარათებით, დაგეხმარებათ იქამდეც კი გაახაროთ ადამიანი, ვიდრე რეალურ საჩუქარს ნახავს. საჩუქრის შერჩევაში კი ლიკა ევგენიძე დაგეხმარებათ, რომელიც სხვადასხვა კატეგორიიდან საინტერესო ნივთებს შემოგთავაზებთ.




kikkerland - კოქტეილის შეიკერი,  სასმლის საზომი და მოსარევი 



ზაფხულის სეზონზე ძალიან მიყვარს გამაგრილებელი კოქტეილები და ლიმონათი. ვფიქრობ, ეს შეიკერი, სასმლის საზომი და მოსარევი ძალიან გამოსადეგია. 

Midea - ღვინის მაცივარი


ღვინის მაცივარი აუცილებელია ზაფხულში, ძალიან მიყვარს როზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იდეალურ ტემპერატურაზეა ჩაციებული.

Ambassador - ჭადრაკის ნაკრები 


სამაგიდო თამაშებიდან ეს ხის კლასიკური ჭადრაკი ავარჩიე. ბავშვობაში დიდი ბებია მასწავლიდა ასეთი ხის ჭადრაკით თამაშს და დღემდე მახსოვს ყუთის გახსნისას ხის სურნელი.

Kikkerland – ფინჯანი ბუდას გამოსახულებით 



აზიური კულტურის მოყვარული ვარ, შესაბამისად, ბუდას ფინჯანმა განსაკუთრებით მომხიბლა. 

Ninja - გრილი


ვცდილობ საჭმელი მაქსიმალურად ჯანსაღად მოვამზადო მინიმალური ცხიმის გამოყენებით, ამიტომ ჩემთვის გრილი იდეალური არჩევანია. 

Freeza  - მაცივარი 


ვფიქრობ, სახის მოვლის საშუალებების ყველა მოყვარულს უნდა ჰქონდეს ეს პატარა მაცივარი სახლში. მაცივარი იდეალურად ინახავს კოსმეტიკას და ასევე იძლევა საშუალებას, რომ სახის მასაჟორებიც ცივ მდგომარეობაში დაგხვდეთ. 

Topbright - ჯენგა


ჩემი და ჩემი შვილების  ერთ-ერთი უსაყვარლესი თამაშია, რომელიც ძალიან სახალისოა მთელი ოჯახისთვის. 

ერიხ ფრომი - თავისუფლებისგან გაქცევა, ანდრო დგებუაძე - აშგავაკრა გიტა, ალბერ კამიუ - სარჩული და პირი




ზაფხულში მეტი დრო გვაქვს საკუთარ თავთან განმარტოებისა და თვითშემეცნებისთვის. ყველაზე სასიამოვნოდ ამ დროს წიგნებთან ერთად ვატარებ.